ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ჯარს ხორცის მიმწოდებელი ეცვლება
28 მაისი, 2020, 11:41
ჯარს ხორცის მიმწოდებელი ეცვლება

თბილისი (GBC) - თავდაცვის სამინისტრო ჯარის ქართული, გაუყინავი ხორცით მომარაგებაზე განმარტებას ავრცელებს.

სამინისტროს გავრცელებულ რელიზში ნათქვამია, რომ ჯარი პირველად ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში სრულად მარაგდება ქართული, გაუყინავი საქონლისა და ღორის ხორცით. 

თუმცა იქვე აცხადებს, რომ გაყინული ღორის ხორცი, გამოიყენება ჯარისთვის სტრატეგიული მარაგების შესაქმნელად და იმ გამონაკლისი შემთხვევებისთვის, როდესაც კრიტიკულად აუცილებელია გაყინული ღორის ხორცის შესყიდვა. გაყინული ხორცის მარაგის შექმნის აუცილებლობა კიდევ უფრო გააძლიერა მსოფლიოში არსებულმა პანდემიამ. 

თავდაცვის უწყებას სურსათით შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა“ ამარაგებს. კომპანიასთან  ხელშეკრულების გაუქმებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე კი უწყება განმარტავს, რომ „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფამ“ 30 მარტს ოფიციალური წერილით მიმართა შესყიდვების სააგენტოს კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიას, გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. "მიმართვის მიზეზი კი იყო ის, რომ 30 მარტის მდგომარეობით არ განხორციელებულა მხარეთა შორის 2020 წლის 24 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული გაყინული ღორის ხორცის მოწოდება შპს „ლუკა 2005“-ისგან. შემდგომი გადაწყვეტილებები კი (ხელშეკრულების გაწყვეტა თუ სხვა) კანონით არ შედის თავდაცვის სამინისტროს უფლებამოსილებაში დ ა ეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს კომპეტენციაა", - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები