| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - სებ-ი ვარაუდობს, რომ წელს ბანკები ზარალით დაასრულებენ, თუმცა პანდემიის შემდგომ მომგებიანობის დაბრუნებას მალევე შეძლებენ.
საზოგადოებისთვის ფინანსური სტაბილურბის კომიტეტის გადაწყვეტილების ონლაინ ფორმატში წარდგენისას, ობა გვენეტაძემ პანდემიის გლობალურ გავლენაზე აღნიშნა:ეკონომიკური აქტივობის შემცირებაზე და ფინანსური სტაბილურობის რისკებზე. საქართველოს საფინანსო სისტემა შოკის მიმართ მდგრადი აღმოჩნდა, რაც ბანკების პანდემიამდელი პერიოდის მოგებით და მათთვის დამატებითი კაპიტალის მოთხოვნების დაწესებით იქნა მიღწეული.
“ეროვნული ბანკის მიღებულმა მაკრო-პრუდენციულმა ზომებმა ხელი შეუწყო არაფინანსური სექტორის მოწყვლადობის შემცირებას, მათ შორის, სესხების დოლარიზაციისა და შინამეურნეობის ჭარბვალიანობის კლების გამო. ასევე, სტაბილურია ბანკების დაფინანსების წყაროები და სოლიდურია ლიკვიდობის ბუფერიც", - განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა.
კობა გვენეტაძის თქმით, შოკის შესაძლო გავლენა საფინანსო სექტორზე დიდწილად ასახულია, მაგრამ ნარჩუნდება მაღალი გაურკვევლობა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss