ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
გზშ-მდე საჯარო განხილვა სასამართლომ დაბლოკა
18 მაისი, 2020, 11:33
გზშ-მდე საჯარო განხილვა სასამართლომ დაბლოკა
თბილისი (GBC) - საკონსტიტუციო სასამართლომ განსახილველად არ მიიღო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კონსტიტუციური სარჩელი, იმ დადგენილების გაუქმების მოთხოვნით, რომლითაც გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საჯარო განხილვები საგანგებო მდგომარეობის გამო, დროებით შეიზღუდა.

სასამართლომ მოსარჩელეს განუმარტა, რომ საზოგადოების მონაწილეობა სხვადასხვა ფორმითაა შესაძლებელი, მათ შორის წერილობით.

„მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი ნებართვის გაცემის დროს არ დარღვეულა საჯაროობის და გამჭვირვალობის პრინციპი და მხოლოდ საზოგადოების ჩართულობის ფორმა შეიცვალა პანდემიით შექმნილ ვითარებაში ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საქართველოს მთავრობას უჩივლა საჯარო განხილვების ჩატარების და საზოგადოების თავშეყრის დროებით შეზღუდვის გამო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის სამწუხარო და მიუღებელია მსგავსი დაუსაბუთებელი ბრალდებები როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, ისე გარემოსდამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. სამწუხარო და მიუღებელია მათ მიერ უსამართლო და ცილისმწამებლური განცხადებების გავრცელება მედიისა და სოციალური ქსელების საშუალებით. გარემოს დაცვის სფეროში არაერთი მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმის უმთავრესი მიზანი, ევროპული სტანდარტების დამკვიდრება, საზოგადოების ჩართულობის გაზრდა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაა”, - განაცხადა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა.

მისი თქმით, დისტანცირების აუცილებლობის პირობებში საჯარო განხილვები არ ტარდება. შესაბამისად, დაინტერესებული საზოგადოებისათვის დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით, სამინისტრო მის ხელთ არსებულ ყველა სხვა საშუალებას იყენებს. სამინისტროს ვებგვერდზე დამატებით ატვირთულია საზოგადოებისთვის გასაგებ ენაზე შედგენილი მოკლე პრეზენტაციია, რომელიც ეგზავნება შესაბამის მუნიციპალიტეტებსაც და ხელმისაწვდომია საზოგადოების ნებისმიერი წარმომადგენლისთვის.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები