| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - საქართველოში რეგისტრირებული დაცული ადგილწარმოშობის დასახელებებს ღვინო „ახმეტა“ დაემატა.
ახმეტის მიკროზონის გეოგრაფიული მდებარეობა, რეგიონისთვის დამახასიათებელი მშრალი სუბტროპიკულიდან ზომიერად ნოტიო სუბტროპიკულზე გარდამავალი კლიმატი, მუქი ყავისფერი კარბონატული ნიადაგები, მწვანე კახურის ჯიშის ვაზის მიერ ამ მიკროზონაში გამოვლენილი გამორჩეული თვისებები, განსაზღვრავენ ღვინო "ახმეტის” განსაკუთრებულ ღირსებას.
„ახმეტის მწვანე“ თეთრი ან ქარვისფერი ღვინოა.
წარმოების სპეციფიკაციის დაცვასა და ადგილწარმოშობის დასახელების მართებულად გამოყენებაზე სახელმწიფო კონტროლს ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად განახორციელებს.
აქამდე საქართველოში დარეგისტრირებული იყო ქართული ღვინის ადგილწარმოშობის 21 დასახელება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss