| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - აპრილში თბილისში 203 ბინის ტრანზაქცია განხორციელდა. 2019 აპრილთან შედარებით ტრანზაქციების რაოდენობა და ბაზრის ღირებულება 92%-ით შემცირდა
მარტში ტრანზაქციები მხოლოდ 10%-ით არის შემცირებული. თვის პირველი ნახევარი რადგან აქტიური იყო, ჯამურად მარტის თვეზე შეზღუდვები მწვავედ არ ასახულა.
Colliers International Georgia-ს მონაცემებით, მოკლევადიან პერიოდში ტრანზაქციების შემცირება განსაკუთრებით ტურისტულ არეალებშია მოსალოდნელი (ბათუმი, ბაკურიანი, გუდაური). 2019 წლის სტატისტიკით, ბათუმის ბაზარზე ჯამში დაახლ. 11,500 ტრანზაქცია განხორციელდა, აქედან დიდი წილი საინვესტიციო ქონებებზე მოდის. სხვა მასშტაბით, მაგრამ საინვესტიციო ბინები ჭარბობს ბაკურაინსა და გუდაურშიც. სავარაუდოა, რომ გაურკვევლობის ამ პერიოდში, მყიდველები ტურისტული დანიშნულების ბინების შეძენისგან თავს შეიკავებენ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss