| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - სსფ-ი პანდემიის პირობებში საკანონმდებლო ორგანოს მუშაობით დაინტერესდა. ფონდის აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილესთან მერსედეს ვერა-მარტინთან და ფონდის მუდმივ წარმომადგენელთან საქართველოში სელიმ ჩაკერთან ონლაინ შეხვედრა საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ გამართა.
ყურადღება გამახვილდა ქვეყნის მაკროეკონომიკური და ფასების სტაბილურობის საკითხებზე, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტში მოსალოდნელ ცვლილებებზე. საფინანსო სექტორის, მათ შორის საბანკო სექტორში არსებულ მდგომარეობაზე.
ფონდის
წარმომადგენლები დაინტერესდნენ, პარლამენტის მუშაობით საგანგებო
მდგომარეობაში. პანდემიით გამოწვეული კრიზისის მართვის საკანონმდებლო მხარდაჭერის ხარისხით.
როგორც იცით ფონდმა სოლიდური პაკეტი გამოგვიყო ~ $448 მილიონი, რომლის პირველი ტრანში $200 უკვე ჩარიცხა. რესურსი COVID-19 პანდემიის გამო შექმნილი საბიუჯეტო და საგადამხდელო ბალანსის მყისიერი საჭირობების მოგვარებაში, მათ შორის ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების გაზრდილი ხარჯების დაფინანსებაში უნდა დაგვეხმაროს.
ფონდი დაინტერესდა პენსიების ინდექსირების და გაკოტრების კანონპროექტით. დასასრულებელია საფინანსო სექტორის ჩარჩო რეზოლუცია, რასაც სარეიტინგო კომპანიების (Fitch,Moody’s ) ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა, სამთავრობო მხარდაჭერის კომპონენტის გათვალისწინებით და 3 სისტემური ბანკის (თიბისი, საქართველოს ბანკი, ლიბერთი) რეიტინგის მინიჭებისას იხელმძღვანელეს. სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა გვითხრა, რომ სებ-ის ნაწილშის კანონის ყველა მექანიზმის გამართულია და პარლამენტის საზაფხულო პროცედურებია დარჩენილი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss