ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
პანდემია რომ ჩაივლის პრეზიდენტი სერბეთში გაემგზავრება
5 მაისი, 2020, 13:45
პანდემია რომ ჩაივლის პრეზიდენტი სერბეთში გაემგზავრება
თბილისი (GBC) - საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ალექსანდარ ვუჩიჩის ტელეფონით ესაუბრა.
პრეზიდენტებმა საქართველოსა და სერბეთში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ მდგომარეობაზე, ეკონომიკის გახსნის პროცესებზე და პოსტკრიზისულ პერიოდში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.
როგორც სერბეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოსა და სერბეთს შორის დიდი ხნის მეგობრული ურთიერთობები არსებობს, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს მომავალი ურთიერთობების განვითარებას.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიამ ძალიან დააზარალა მსოფლიო ეკონომიკა და საქართველოში ტურიზმის სექტორი, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ და სერბეთმა პოსტკრიზისულ პერიოდში მჭიდროდ ითანამშრომლონ სექტორის განვითარებისათვის.
პრეზიდენტებმა საქართველო - სერბეთის ევროპული ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ამ პროცესის ეფექტიანობისათვის მნიშვნელოვანია ქვეყნებს შორის აქტიური და მჭიდრო თანამშრომლობა. სერბეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოს გეოპოლიტიკურ მდებარეობასა და აღნიშნულ კონტექსტში მის როლს.
საქართველო - სერბეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავის აღსანიშნავად სერბეთის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილი სერბეთის რესპუბლიკაში ვიზიტად მიიწვია. საქართველოს პრეზიდენტმა მიწვევასთან დაკავშირებით მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ პანდემია სწრაფად დასრულდება და ვიზიტი შედგება.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები