ოქრო NYMEX(უნც.) 1.303.95 +0.68% |
პლატინა (უნც.) 835.85 +1.12% |
ვერცხლი (უნც.) 15.383 +1.40% |
პალადიუმი NYMEX 1.523.60 +0.59% |
ნიკელი (ტონა) 12.987.5 +0.62% |
ალუმინი (ტონა) 1.908.5 +0.33% |
ნავთობი (Brent) 66.98 -0.37% |
გაზი(NYMEX) 2.830 -0.91% |
შაქარი LIFFE (ტონა) 12.40 -0.16% |
ყავა(Robusta), USD (ტონა) 96.97 -0.19% |
ხორბალი (ტონა) 451.38 -0.14% |
ექსკლუზივი
бѓќбѓбѓбѓЄбѓбѓђбѓљбѓЈбѓбѓ бѓбѓЈбѓбѓЎбѓбѓбѓ
კომპანიის სიახლეები
| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |
სპონსორები
FREE NEWS
<< უკან
მსგავსი სტატიები
$484 მლნ საქართველოს, სსფ-მ მე-6 მიმოხილვა დაასრულა
2 მაისი, 2020, 17:40

თბილისი (GBC) - სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" მხარდაჭერილი პროგრამის მე-6 მიმოხილვა დაასრულა და დათანხმდა საქართველოსთვის ხელმისაწვდომი თანხის გაზრდის მოთხოვნას COVID-19 პანდემიის გამო შექმნილი საჭიროებების დასაფინანსებლად. $200 მლნ საბიუჯეტო დახმარების გამოყოფის გადაწყვეტილება დაამტკიცა, COVID-19 პანდემიის გამო შექმნილი საბიუჯეტო და საგადამხდელო ბალანსის მყისიერი საჭირობების დასაფინანსებლად.
სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოსთვის ხელმისაწვდომი თანხის ქვოტის 130%-ით ზრდაც დაამტკიცა და ამით მთლიანი თანხა SDR 484 მილიონს (ქვოტის 230%) გაუტოლდება.
ქვეყნისთვის ხელმისაწვდომი ხდება SDR147 მილიონი (~$ 200 ) საბიუჯეტო დახმარების სახით, რაც საქართველოს მოეხმარება COVID-19 პანდემიის გამო შექმნილი საბიუჯეტო და საგადამხდელო ბალანსის მყისიერი საჭირობების მოგვარებაში, მათ შორის ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების გაზრდილი ხარჯების დაფინანსებაში. ამით საქართველოს მთლიანი ჩამორიცხვები SDR 327 მილიონს გაუტოლდება (~$448 მილიონ დოლარს).
საბჭომ ასევე დააკმაყოფილა ქვეყნის ხელისუფლების თხოვნა პროგრამის ფარგლებში ბიუჯეტის დეფიციტზე დაწესებული კრიტერიუმის დაუცველობის უგულებელყოფის შესახებ..
პანდემია ქვეყნის ეკონომიკაზე მნიშვნელოვან კვალს დატოვებს. შესუსტებულმა მაკროეკონომიკურმა მდგომარეობამ და ფისკალურმა ვითარებამ საგადამხდელო ბალანსის დეფიციტის და ბიუჯეტის დაფინანსების მყისიერი საჭიროება შექმნა.
აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს მიერ განხილვის დასრულებისას, ტაო ჟენგმა, სსფ-ს მმართველი დირექტორის მოადგილემ და სხდომის თავჯდომარემ, განაცხადა:
"COVID-19-ის პანდემიამ საქართველოს ეკონომიკას მძიმე დარტყმა მიაყენა. საგარეო მოთხოვნისა და ტურიზმის შემცირებამ გამოიწვია საგადამხდელო ბალანსის დეფიციტის ზრდა, ლარის გაუფასურება და ეკონომიკური აქტივობის მნიშვნელოვანი კლება. ხელისუფლებამ სწრაფად აამოქმედა შეკავების ღონისძიებები, ამასთან, შინამეურნეობებს და ყველაზე მეტად დაზარალებულ სექტორებს მიზნობრივი დახმარება შესათავაზა.
ფისკალური დეფიციტი გაიზარდა. საგარეო დაფინანსების მობილიზება დამატებითი ხარჯების დაფინანსების საშუალებას იძლევა. მაშინ როდესაც საბიუჯეტო ხარჯების ზრდა აუცილებელია, ყურადღება უნდა მივაქციოთ ვალის მდგრადობას და ფისკალურ რისკებს, რაც მომდინარეობს სახელმწიფო საწარმოებიდან.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მართებულად შეინარჩუნა ზომიერად მკაცრი მონეტარული პოლიტიკა, გავცლითი კურსის მოქნილობის უზრუნველყოფასთან ერთად. მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებები უნდა ეფუძნებოდეს ინფლაციური მოლოდინების ზედმიწევნით მონიტორინგს.
სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება ხელს შეუწყობს საშუალოვადიანი ზრდის პოტენციალის შენარჩუნებას და COVID-19 პანდემიის შემდეგ სწრაფ აღდგენას. სახელმწიფო პენსიის ინდექსაციის წესის მიღება პენსიონერების რეალურ შემოსავალს შეინარჩუნებს. საბანკო რეზოლუციის ჩარჩოს დასრულება და გადახდისუუნარობის ჩარჩოს ამუშავება დაეხმარება ეკონომიკის გაჯანსაღებას.
პროგრამის ფარგლებში საქართველოსთვის ხელმისაწვდომი თანხის ზრდა მოეხმარება ქვეყნის ხელისუფლებას გაატაროს COVID-19 შოკის საწინააღმდეგო ღონისძიებები და დააკმაყოფილოს საგადამხდელო ბალანსის მყისიერი საჭიროებები
საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის რემონტს ,,თეთრი სახლი’’ 40მლნ ლარად შეასრულებს
28 სექტემბერი, 2022, 17:01
ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლა შეიზღუდა
28 სექტემბერი, 2022, 16:58
ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთშია
28 სექტემბერი, 2022, 16:37
გამოკითხვა
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |
სპონსორები



















Facebook
Twitter
Rss