ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
EBRD და GCF თბილისის მეტროს 75 მილიონით აფინანსებს
30 აპრილი, 2020, 17:45
EBRD და GCF თბილისის მეტროს 75 მილიონით აფინანსებს
თბილისი (GBC) - თბილისის მეტროს რეაბილიტაციისთვის EBRD და GCF მთავრობას 65 +15 მლნ ევროს ასესხებს. თანხა ქვე-სესხის სახით თბილისს გადაეცემა, სატრანსპორტო კომპანიის სასარგებლოდ და მოხმარდება 40 თანამედროვე მეტროს ვაგონის შეძენას და დეპოსა და გვირაბის რეაბილიტაციას.

ინვესტიცია EBRD-ის მწვანე ქალაქების პროგრამის (EBRD Green Cities) ნაწილია და თბილისის მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმით (GCAP) გათვალისწინებული შემდგომი ინვესტიციაა. სამოქმედო გეგმა განსაზღვრავს საკითხებს, რომლებზეც დაუყონებლივ რეაგირებაა საჭირო და რომლებიც მიმართულია ქალაქის ძირითადი ეკოლოგიური გამოწვევების საპასუხოდ, რომელთაგან ერთ-ერთი ჰაერის ხარისხია. ეს არის პირველი პროექტი, რომელიც დაფინანსდება GCF/მწვანე ქალაქების პროგრამის მიერ.

ევრობანკი აღნიშნვს, რომ ახალი მოძრავი შემადგენლობა გააუმჯობესებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის საიმედოობას. თბილისში თითქმის 1,2 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და პიკის საათებში მოძრაობა გადატვირთულია. პროექტის მიზანია, ასევე, გენდერული თანასწორობისა და ჯანდაცვისა და უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესება, რაც დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების ხელშეწყობისთვის ტრენინგებს გულისხმობს.

კატარინა ბიორლინ ჰანსენმა, EBRD-ის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში, განაცხადა: ამ უპრეცენდენტო კრიზისისას, EBRD თავისი საქმიანობის ქვეყნებისა და კლიენტების გვერდით დგას და მზად არის მათ მნიშვნელოვანი დახმარება შესთავაზოს. ინფრასტრუქტურას გადამწყვეტი როლი აქვს.. ხარისხიან საჯარო ტრანსპორტზე მოთხოვნა მაღალია და ამგვარ პროექტებს საგრძნობი დადებითი შედეგი აქვს გარემოს დაცვისა და სოციალური მდგომარების თვალსაზრისით.

3.7 მილიარდი ევროს პორტფელით (49 პროექტში - ფინანსურ, კორპორატიულ და ენერგო სექტორებში, ინვესტიციების 87% კერძო სექტორზე მოდიs) წამყვანი ინსტიტუციური ინვესტორია საქართველოში.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები