| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - რაჭული ლორის და ღვინის წარმოება პანდემიის გავრცელების მიუხედავად არ შეფერხებულა. სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე საოჯახო მეურნეობებში არსებულ მდგომარეობას გაეცნო.
თამაზი ნატმელაძის ეაჭული ლორის საოჯახო საწარმო ყოველწლიურად 4 ტონამდე ლორს ამზადებს, ბუნებრივ პირობებში, მოთხოვნა მზარდია. მეწარმის თქმით, საგანგებო მდგომარეობის გამო რესტორნები აღარ ფუნქციონირებს თუმცა, რეალიზაციას შეუფერხებლად ახერხებს, განსაკუთრებული მოთხოვნა სწორედ ჩამოსული სტუმრებისგან არის. საწარმოში ჯერჯერობით ოჯახის წევრების გარდა, 3 ადამიანია დასაქმებული.
ჭრებალოში საოჯახო მარან „ილიასეულს“ ვენახები 1400 კვადრატულ მეტრზე აქვს გაშენებული.
ილია კენჭაძის თქმით, ვენახები 1400 კვადრატულ მეტრზე აქვს გაშენებული, ჯიშთა ძირითადი მიმართულება ალექსანრეულ-მუჯურეთულია, თუმცა სხვა ენდემური ჯიშებიც იზრდება.
წელს, საგანგებო მდგომარეობას საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარებისთვის ხელი არ შეუშლია, აგროვადების დაცვით განხორციელდა სამუშაოები, ვენახი გასხლულია, ბიოლოგიური სასუქი შეტანილია, ჩატარებულია გამოთიბვითი სამუშაოები, მალე დაიწყება შეწამვლა. მოსავლის მოწევის შემდგომ, ადგილზე ხდება ღვინის ჩამოსხმა.
როგორც მეღვინე აღნიშნავს, ილიასეულმა 4 წლის განმავლობაში ერთგული მომხმარებელი შეიძნა, მოთხოვნა იმ მასშტაბის აღარ არის, თუმცა რეალიზაციის პრობლემის საკითხი, პანდემიის მიუხედავად არ დამდგარა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss