ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
თურნავა - სარესტორნო ბიზნესის გამოწვევებს შევისწავლით
30 აპრილი, 2020, 10:47
თურნავა - სარესტორნო ბიზნესის გამოწვევებს შევისწავლით

თბილისი (GBC) - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელებთან ონლაინ შეხვედრა გამართა.  ნათია თურნავამ სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა მთავრობის ანტიკრიზისული სტიმულირების პროგრამის შესახებ, რომლის მიზანსაც სხვადასხვა ბიზნეს სექტორის ხელშეწყობა წარმოადგენს. მათ შორისაა, სარესტორნო ბიზნესი, რომელიც კორონავირუსის შედეგად მნიშვნელოვნად დაზარალდა.

ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოში სარესტორნო ბიზნესი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი დარგია.

„ეს არის ჩვენი სიმდიდრე, მაგრამ დღეს ამ დარგს ძალიან გაუჭირდა. ჩვენ დიდი ყურადღებით შევისწავლით დარგის წინაშე არსებულ გამოწვევებს და მათ ჩვენს სამოქმედო გეგმაში ავსახავთ,“ - აღნიშნა მინისტრმა.

ონლაინ - შეხვედრაზე სარესტორნო სექტორის წარმომადგენლებმა დარგის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრეს, მათ შორის, ყურადღება გაამახვილეს კრიზისის გამო საბანკო დავალიანების წარმოქმნასა და მისი რესტრუქტურიზაციის შესახებ. მინისტრის განცხადებით, რესტორატორთა წარმომადგენლებთან მისი პირველი შეხვედრისას გამოიკვეთა ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც დარგი კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების შედეგად დადგა.

მისი თქმით, მიმდინარეობს მუშაობა როგორც ანტიკრიზისულ, ასევე პოსტკრიზისული სტიმულირების მექანიზმების ამოქმედებაზე.

ნათია თურნავას განცხადებით, დახმარების ის მოდელი, რომელიც მთავრობამ ტურისტულ სექტორს ჯერ კიდევ პანდემიამდე შესთავაზა, დღეს გადახედვას საჭიროებს, რადგან დარგის წინაშე არსებული ზარალი გაცილებით მასშტაბურია. მისი თქმით, დახმარება მოიცავს როგორც საშემოსავლო და ქონების გადასახადების გადავადებას, ასევე პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ბიზნესის სტიმულირების ახალი ინსტრუმენტების ამოქმედებას, როგორიცაა საკრედიტო - საგარანტიო სქემა, საბანკო პროცენტების თანადაფინანსება და სხვა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები