ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
დავინახეთ, რამდენად ძნელია დახურულ ეკონომიკაში ცხოვრება - გვენეტაძე
ნინო კვინტრაძე
28 აპრილი, 2020, 16:44
დავინახეთ, რამდენად ძნელია დახურულ ეკონომიკაში ცხოვრება - გვენეტაძე
თბილისი (GBC) - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ სსფ-ის რეგიონულ ეკონომიკურ მიმოხილვაზე იმ ნაბიჯებზე ისაუბრა, რაც ეროვნულმა ბანკმა კრიზისულ სიტუაციაში გადადგა. ონლაინ მიმოხილვაზე კობა გვენეტაძენ აქცენტი გააკეთა რეგიონის ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გამარტივებაზე.

„შეზღუდვებმა საქონლის ტრანსპორტირება გააძვირა. ეს აფერხებს ექსპორტს. ვაჭრობა შემცირდება იმაზე მეტად ვიდრე ნავარაუდებია. ამიტომ მნიშვნელოვანია რომ რეგიონის ინტეგრაცია და კოოპერაცია მოხდეს. ამას დიდი გავლენა ექნება ჩვენს ქვეყნებზე. ეს კოორდინაცია უნდა ეხებოდეს ტრანსპორტირების გამარტივებას, ისე რომ ჯანდაცვის სექტორი არ დაზარალდეს“, - ამბობს გვენეტაძე.
კობა გვენეტაძემ ყურადღება გაამახვილა სსფ-ს მიმდინარე პროგრამის მნიშვნელობაზეც, რამაც ქვეყანას საშუალება მისცა დამატებითი რესურსი დროის მოკლე პერიოდში მოეზიდა.

„ამჟამინდელი მდგომარეობა აჩვენებს თუ რამდენად ძნელია დახურულ ეკონომიკაში ცხოვრება. უნდა გავაძლიეროთ ეკონომიკური და ფინანსური ინტეგრაცია. საქართველოს აქტიური კავშირი აქვს ევროკავშირთან და ეს სავაჭრო ურთიერთობები მომავლში კიდევ უფრო გაძლიერდება.

კრიზისი სასიამოვნო არასდროსაა, თუმცა საქართველო კი მსგავსი შოკისთვის ნაბიჯებს წინასწარ დგამდა. კერძოდ, ჩვენ ვაგროვებდით რეზერვებს. ამას ხშირად კრიტიკაც მოჰყვებოდა. რეგიონის ქვეყნებში კაპიტალის გადინებას აქვს ადგილი, უფრო მასშტაბურ დონეზე, ვიდრე ეს 2008 წლის კრიზისის დროს იყო.

მთავრობასთან და პარლამენტთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ მაღალი დოლარიზაციის შემცირებაზე. ჩვენ შემოვიღეთ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემაც. ახლა კი ყველა ეს ნაბიჯი გვეხმარება.

ამ შოკს კარგად კაპიტალიზირებული საბანკო სისტემით ვხვდებით. ეს საკმაოდ კარგია“, - ამბობს გევნეტაძე.
მანვე აქცენტი გააკეთა დონორების მიერ მიღებულ დახმარებაზე და აღნიშნა, რომ გადმორიცხვები, რომელსაც საქართველო მიიღებს ამერიკულ დოლარში იქნება. სწორედ ამიტომ გვენეტაძე მიიჩნევს, რომ სამომავლოდ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დახმარებით მეტი მუშაობაა საჭირო, იმისთვის რომ ადგილობრივი ვალუტის დაფინანსება გაიზარდოს.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები