ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
სტიმულირების პაკეტი- ბიზნესს
24 აპრილი, 2020, 15:08
სტიმულირების პაკეტი- ბიზნესს
თბილისი (GBC) - სწრაფი დახმარების კონტექსტში, მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ავტოიმპორტიორებისათვის საბაჟო გადასახადის გადავადება. ჩვენ სწრაფად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, 50 მლნ-იანი პაკეტი იყო და დღეის მდგომარეობით 38 000-მა იმპორტიორმა ისარგებლა ამ შეღავათით. ასევე, საბანკო სექტორთან თანამშრომლობით, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება იურიდიული პირებისთვის სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ, რომლითაც, დღეის მდგომარეობით, ისარგებლა 7 000-მა იურიდიულმა პირმა. ესაა უკიდურესად მნიშვნელოვანი. ესენია ის კომპანიები, რომელთაც ყოველდღიური შემოსავალი დაეკარგათ მოკლევადიან პერიოდში და აბსოლუტურად მოულოდნელად,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის წარდგენისას, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მთავრობის გადაწყვეტილებით, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის სახელმწიფომ დააზღვია სამშენებლო მასალების ფასის ზრდა 200 მლნ ლარის ოდენობით.
„მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ძირითადი მამოძრავებელი ძალა გახლავთ ინფრასტრუქტურული პროექტები და მათაც შეექმნათ რისკი ფასების დაზღვევის, რაც მთავრობამ განიხილა და მივიღეთ გადაწყვეტილება 200 მლნ ლარის ოდენობით ინფრასტრუქტურულ პროექტებს დავუზღვიოთ ფასთა შორის სხვაობა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს, როგორც მიმდინარე პროექტებზე, ისე სატენდეროდ გამოტანილი პროექტებისთვის, რათა ქვეყნის ეკონომიკა არ შეჩერდეს და სამუშაო ადგილები შევინარჩუნოთ იქ, სადაც ამას ჩვენთვის კრიტიკულად დიდი მნიშვნელობა აქვს, ვსაუბრობთ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე,“- აღნიშნა პრემიერმა.
გიორგი გახარიას განცხადებით, ეს ყველაფერი იყო ის ძირითადი, ექსტრემალური სასწრაფო დახმარება, რომელიც მთავრობამ გაუწია მოქალაქეებს სოციალურად და მიზნობრივად და, ასევე, ეკონომიკის იმ დარგებს, რომლებმაც პირველი დარტყმა მიიღეს, მათ შორის ტურიზმს. მისივე თქმით, მთავრობა ეცადა, ინფრასტრუქტურული პროექტები არ გაჩერებულიყო.
„შემდეგ ჩვენ გვქონდა გარკვეული პაუზა, რომ დონორებთან ერთად შეგვეფასებინა არსებული ვითარება და მიგვეღო კრიზისული ბიუჯეტის საპროგნოზო მაჩვენებლები, რამაც აჩვენა, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდა იქნება -4%, რომ ბიუჯეტი შემოსავლების სახით დაკარგავს 1,8 მილიარდ ლარს, რა თქმა უნდა სწრაფად მივიღეთ გადაწყვეტილება მიმდინარე ხარჯების შემცირების თაობაზე და ამან ჩვენ მოგვცა დაახლოებით 300 მილიონი ლარი, თუმცა ასევე გასათვალისწინებელი იყო, რომ ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს ემატებოდა როგორც სოციალური, ეკონომიკური მხარდაჭერის კომპონენტები, ასევე Covid-19-თან გამკლავების, მართვის სამედიცინო ხარჯები და შესაბამისად, ბიუჯეტის დასაბალანსებლად, აშკარა გახდა, რომ ჩვენ გვაკლია 3,9 მილიარდი ლარი. უკვე გვქონდა ჩვენ გარკვეული სამოქმედო გეგმა, რომ დაგვეწყო მუშაობა, როგორც საერთაშორისო პარტნიორებთან, ასევე დონორებთან,”- განაცხადა პრემიერმა.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები