ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
მუშახელის 30% სამუშაოს დაკარგვის რისკის წინაშეა
ნინო კვინტრაძე
24 აპრილი, 2020, 10:40
მუშახელის 30% სამუშაოს დაკარგვის  რისკის წინაშეა
თბილისი (GBC) - ISET-ის კვლევით მოკლევადიან პერიოდში, საქართელოში, უმუშევრობის მასშტაბური ზრდა არის მოსალოდნელი, რასაც მასიური სოციალური პრობლემები მოჰყვება.

დაქირავებული მუშახელის თითქმის 30% სამუშაოს დაკარგვის მაღალი რისკის წინაშეა, რაც ძირითადად გამოწვეულია ეკონომიკური საქმიანობის მოსალოდნელი ვარდნით ვაჭრობის, მშენებლობის, წარმოების, განთავსებისა და საკვების მიწოდების სექტორებში.

ყველაზე ნაკლებად განათლების, სახელმწიფო მმართველობისა და თავდაცვის, კომუნალური მომსახურების და ჯანდაცვის სფეროები დაზარალდება;

თვითდასაქმებულთა უმეტესი ნაწილი სოფლის მეურნეობის სექტორშია ჩართული, სადაც საშუალო სიმძლავრის ეფექტია მოსალოდნელი ღია სასურსათო ბაზრების დახურვის, ტრანსპორტირების შეზღუდვისა და მოთხოვნის ნაწილობრივი ვარდნის (ძირითადად საკვების მიწოდების სექტორის მხრიდან) გამო. მოსალოდნელია, რომ სოფლის მეურნეობა ნაკლებად დაზარალდება, თუმცა ამ სექტორში თვითდასაქმებულთა (უმეტესწილად თვითუზრუნველყოფაზე მყოფი ფერმერები) მნიშვნელოვანი ნაწილი, საშუალო საბაზისოსთან შედარებით, მნიშვნელოვნად დაბალი შემოსავლების გამო, შესაძლოა სპეციფიურად მორგებული პოლიტიკის საჭიროების წინაშე იდგეს.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები