ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ორშაბათიდან ბიზნესის ნაწილი გაიხსნება
23 აპრილი, 2020, 13:41
ორშაბათიდან ბიზნესის ნაწილი გაიხსნება

თბილისი (GBC) - 4-5 დღე სოლიდარულები უნდა ვიყოთ, - სოფლის მეურნეობის მინისტრმა მოთმინებისკენ მოგვიწოდა, აღნიშნა, რომ შეზღუდვების გადაწყვეტილებები უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდონარეა. ფერმერები გმირობის ტოლფას საქმეებს ჩადიან, სასურსათო უსაფრთხოება რომ უზრუნველყონ.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე ლევან დავითაშვილს ჰკითხეს, შესყიდვების მოცულობით და აქტივობით "ჯიბე" რატომ არის გამორჩეული ,ექსკლუზიური უფლებით ხომ არ სარგებლობს და უპასუხა, რომ ეკონომიკურ სუბიექტს გაუმართლა, საბითუმო პროფილით, ადაპტირება მალე შეძლო და დიდ შეკვეთებს მოემსახურა.

ბაზარზე, კონკურენტების გარეშე დარჩენილი "ჯიბის" მხრიდან, მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაზე, რაც ფერმერისგან პროდუქციის იაფად შესყიდვაში მდგომარეობს, მინისტრმა თქვა, რომ მსგავსი განცხადებები განუპასუხისმგებლო და ამორალურია..

შეზღუდულო მობილობის ზონებში, მათ შორის შიდა ქართში, "ჯიბემ" საბითუმო ფორმატით საქმიანობის მეტი გამოცდილების გამო, უკეთ შეძლო გაზრდილი მოთხოვნის ერთბაშად დაკმაყოფილება

მისივე ინფორმაციით, არცერთი კომპანია სარგებლობს ექსკლუზიური უფლებით. ბრენდირებულ ქსელებს კი ხილ-ბოსტნეულის შესყიდვაზე შეზღუდვა აქვს (დაფასოებულის გარდა)

მინისტრმა, სტიმულირების პაკეტის პრეზენტაციამდე (24 აპრილი), არ დააკონკრეტა სოფლად, ₾400 დახმარება გაიცემა თუ უფრო ნაკლები. პრეზენტაციის გაჭიანურებაზე კი აღნიშნა, რომ დონორებთან შეთანხმებულად მოქმედებას გარკვეული დრო სჭირდებოდა.


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები