ოქრო NYMEX(უნც.) 1.303.95 +0.68% |
პლატინა (უნც.) 835.85 +1.12% |
ვერცხლი (უნც.) 15.383 +1.40% |
პალადიუმი NYMEX 1.523.60 +0.59% |
ნიკელი (ტონა) 12.987.5 +0.62% |
ალუმინი (ტონა) 1.908.5 +0.33% |
ნავთობი (Brent) 66.98 -0.37% |
გაზი(NYMEX) 2.830 -0.91% |
შაქარი LIFFE (ტონა) 12.40 -0.16% |
ყავა(Robusta), USD (ტონა) 96.97 -0.19% |
ხორბალი (ტონა) 451.38 -0.14% |
ექსკლუზივი
бѓќбѓбѓбѓЄбѓбѓђбѓљбѓЈбѓбѓ бѓбѓЈбѓбѓЎбѓбѓбѓ
კომპანიის სიახლეები
| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |
სპონსორები
მთავარი მოვლენები
<< უკან
მსგავსი სტატიები
რესურსების მოზიდვაში ინვესტორთა საბჭო გვეხმარება
23 აპრილი, 2020, 12:56

თბილისი (GBC) - ინვესტორთა საბჭო საქართველოს მთავრობას ახალი საინვესტიციო სტრატეგიის შემუშავებაში დაეხმარება.
საბჭოს წევრები ჩაერთვებიან იმ ნაბიჯების შემუშავების პროცესში, რომლებიც საქართველოში ახალი უცხოური ინვესტიციების მოზიდვისთვის უნდა გადაიდგას.
ვიდეოკონფერენციისას განიხილეს გლობალური პანდემიით გამოწვეული ზოგადი ეკონომიკური ტენდენციები და საქართველოში ამ კუთხით არსებული მდგომარეობა, ასევე ანტიკრიზისული გეგმის შემდეგი ეტაპით გათვალისწინებული ღონისძიებები, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება პარასკევს წარადგენს.
ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე აქცენტი გაკეთდა პოსტკრიზისულ პერიოდში ეკონომიკის ხელშემწყობ მექანიზმებზე. ხელისუფლება ირწმუნება, რომ როგორც ანტიკრიზისული ნაბიჯებისას, ისევე თანმიმდევრული იქნება პოსტკრიზისული გეგმის შემუშავების პროცესში და საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიურ კოორდინაციას განაგრძობს.
ინვესტორთა საბჭომ ასევე იმსჯელა, რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ ეპიდემიასთან ბრძოლის შემდგომ ეტაპზე მსოფლიო ეკონომიკის გლობალურ კონკურენციაში თავისი ადგილის დასაკავებლად და ამავდროულად ისარგებლოს შესაძლებლობით, რათა განავითაროს ახალი დარგები საქართველოში და მოიზიდოს კიდევ უფრო მეტი უცხოური ინვესტიცია.
„საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა ეკონომიკის ეტაპობრივ გახსნაში და კერძო სექტორისთვის ყველაზე აქტუალური საკითხების მოგვარებაში ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია, რათა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი კრიზისის გავლენა კერძო სექტორსა და ეკონომიკაზე. ასეთ დროს საჯარო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის პლატფორმის უზრუნველყოფა ინვესტორთა საბჭოს ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობას ვუხდი ჩვენს ყველა წევრს ნაკისრი ვალდებულებისა და თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა ინვესტორთა საბჭოს მდივანმა გიორგი ჩერქეზიშვილმა.
„არსებული კრიზისის პირობებში ხელისუფლებასა და ბიზნეს სუბიექტებს შორის ეფექტური კომუნიკაცია უაღრესად მნიშნველოვანია ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნისთვის, როდესაც ჯანდაცვის სფეროში მდგომარეობა ამის შესაძლებლობას მოგვცემს. ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობისა და კერძო სექტორის მხრიდან აქტიურ ჩართულობას ვხედავთ. ასეთ რთულ დროს მომავალზე ფიქრიც მნიშვნელოვანი ხდება. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიმართ მოლოდინი სავარაუდოდ შეიცვლება და საქართველო კაპიტალიზაციას შეძლებს წარმოქმნილი სხვადასხვა კონკურენტული უპირატესობის გამოყენებით. ინვესტორთა საბჭო სამუშაო ჯგუფებს შექმნის ამ პროცესის ხელშესაწყობად“, - განაცხადა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის(EBRD) კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის რემონტს ,,თეთრი სახლი’’ 40მლნ ლარად შეასრულებს
28 სექტემბერი, 2022, 17:01
ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლა შეიზღუდა
28 სექტემბერი, 2022, 16:58
ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთშია
28 სექტემბერი, 2022, 16:37
გამოკითხვა
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |
სპონსორები



















Facebook
Twitter
Rss