ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
რატომ გახდა ნავთობის ფასი ნეგატიური
ნინო კვინტრაძე
21 აპრილი, 2020, 10:02
რატომ გახდა ნავთობის ფასი ნეგატიური

თბილისი (GBC) - მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი 20 აპრილის  ვაჭრობის შედეგებით  შემცირდა. ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასი დაეცა 25.57-მდე  (- 2.51)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში,  newYork Mercantile Exchange-ზე (NYMEX) - Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა - 37.63  (- 55.90)  დოლარი/ბარელზე

ნავთობის ფასმა ნეგატიური ტრენდი პირველად აჩვენა. მიზეზი კორონავირუსი და დაწესებული შეზღუდვებია. სანავთობო მარაგები სავსეა,  არ რეალიზდება. კომპანიები მარაგების და რეზერვუარების გამოთავისუფლებას ცდილობენ, რისთვისაც ფულს იხდიან. 

მსოფლიოში ნავთობზე მოთხოვნა საშუალოდ 30%-ით შემცირებულია. ამასთან, Opec-ის შეთანხმებით, მაისიდან მსოფლიოში ნავთობის მოპოვება დღე-ღამეში 10 მლნ ბარელით  უნდა შემცირდეს. თუმცა როგორც აღმოჩნდა ეს საკმარისი არ არის. 

ამერიკული კომპანიების ნაწილმა მოპოვება შეაჩერა, მათ შორის Texland Petroleum LP-მა, ყველა ჭაბურღილზე. Continental Resources 30%-ით ამცირებს, Parsley Energy-მ 150 ჭაბურღილზე შეაჩერა მუშაობა,  სადაც დღე-ღამეში 400 ბარელს მოიპოვებდა. 


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები