ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
1300-ზე მეტი მოხუცი და ბავშვი ლიბერთისგან სააღდგომო ნობათს მიიღებს
17 აპრილი, 2020, 18:59
1300-ზე მეტი მოხუცი და ბავშვი ლიბერთისგან სააღდგომო ნობათს მიიღებს

თბილისი (GBC) - აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს საქართველოში არსებული ბავშვთა, მოხუცებულთა და შშმ პირების 100-ზე მეტი პანსიონატის ბინადრები ლიბერთი ბანკისგან ტრადიციულად სააღდგომო პასკებსა და პროდუქტებს მიიღებენ. 

ლიბერთი ბანკი რამდენიმე წელია, რაც სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში ზრუნავს ზემოთაღნიშნული პანსიონატების ბენეფიციარებზე და წელს უკვე ახალი ეგიდით #ლიბერთიგულით, გადასცემს სააღდგომო ნობათს ხანდაზმულთა თავშესაფრების, ბავშვთა სახლების და შშმ პირების პანსიონატების ბენეფიციარებს - დაწესებულებებს, სადაც 1300-ზე მეტი ბინადარია. 

ქვეყანაში Covid-19 ვირუსის გავრცელების პრევენციული ზომების გამო დღეს გამკაცრდა გადაადგილებისა და ტრანსპორტირების წესები და შეუძლებელი გახდა სურსათის დარიგება დაგეგმილი სადისტრიბუციო მარშრუტით. ლიბერთის თანამშრომლებმა მთელი საქართველოს მასშტაბით, მიიღეს დროული გადაწყვეტილება, გაერთიანდნენ და საკუთარი ძალებით, ზრუნვითა და სიყვარულით სავსე გულით, უახლოესი დღეების განმავლობაში ყველა რეგიონის 100-მდე სახლს თავად მიაწვდიან პროდუქტს და სააღდგომო პასკებს.

,,ლიბერთი არაერთი წელია ზრუნავს მოხუცებზე და განსაკუთრებით მათზე, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება თანადგომა. ძალიან დასაფასებელია, რომ წინაღობის მიუხედავად, ჩვენმა თანამშრომლებმა, ახალგაზრდებმა გამოთქვეს მოხალისეობის სურვილი და მათი აქტიური ჩართულობით მთელი ქვეყნის მასშტაბით, არცერთი მარტოხელა მოხუცი და ბავშვი, არ დარჩება ყურადღების გარეშე.  

დღეს, ახალგაზრდა თაობის ჩართულობა პროცესებში და თანადგომა უფროსი თაობის მიმართ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. არანაკლებ მნიშვნელოვანია, ისიც რომ ჩვენ ყველამ ვიგრძნოთ ჩვენი წილი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და როგორც შეგვიძლია, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და თუ რამეს გავაკეთებთ, ვაკეთოთ გულით.“ - განაცხადა ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა.


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები