ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
BAG სავალუტო კურსის ჰეჯირების ინსტრუმენტზე ბანკებთან მუშაობს
16 აპრილი, 2020, 13:13
BAG სავალუტო კურსის ჰეჯირების ინსტრუმენტზე ბანკებთან მუშაობს

თბილისი (GBC) - ბიზნეს ასოციაცია ლარის სავალუტო კურსის ჰეჯირების ინსტრუმენტების დანერგვაზე მუშაობს, წამყვან კომერციულ ბანკებთან. 

ასოციაცია აღნიშნავს, რომ  COVID 19- ის პანდემიიდან გამომდინარე, ქვეყანას მნიშვნელოვნად შეუმცირდა სავალუტო შემოდინებები, რაც ლარის კურსზე ნეგატიურად აისახა. კურსზე ზეწოლას ასევე ამძაფრებს არსებული ნეგატიური მოლოდინები. შედეგად, ბაზარზე გაზრდილია მოთხოვნა უცხოურ ვალუტაში დენომინირებულ დეპოზიტებზე და  ლარში სესხებზე. ამ დისბალანსმა, ბუნებრივია, გამოიწვია  ლარში საპროცენტო განაკვეთების საგრძნობი  ზრდა.

BAG-ი ჰეჯირების   მექანიზმებს გარკვეული პერიოდია ამუშავებს, რაც საშუალებას იძლევა, რომ კომერციულ ბანკებში დღეს არსებული და სამომავლოდ მოსაზიდი უცხოური ვალუტა გარდაიქმნას ლარად ისე, რომ ამ პროცესმა ლარის გაცვლით კურსზე არ იქონიოს ნეგატიური ეფექტი. შემოთავაზებული ჰეჯირების ინსტრუმენტის მთავარი პრინციპები იქნება:

მთავრობა და   ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს შესაბამისი ფასის გადახდით დაუზღვევს სავალუტო რისკს გარკვეულ თანხაზე, ხოლო ბანკები, ამ თანხის ფარგლებში, შიდა სავალუტო ბაზარზე დააკონვერტირებენ უცხოურ ვალუტას ლარში და გასცემენ სესხებს.

ამ თემაზე მთავრობასა და სებ-თან კონსულტაციები დაანონსდა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები