| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - სუფთა სახლი StopCov ფონდში 30 000 ლარის ჩარიცხვის შემდეგ მე-2 კვირაა რიგში დგას, რომ საგამონაკლისო სიაში შევიდეს და მაღაზიები გახსნას.
პრემიერმა სამშაბათის ბრიფინგზე, სადაც სრულმასშტაბიან cov ეპიდემიის გამო მორიგი შეზღუდვების და დონორებთან ფინანსური მხარდაჭერის შეთანხმებაზე განაცხადა, "სუფთა სახლის' მობილობის დიდი ჟაჭვზე აღნიშნა და cov -ის გადადების მაღალ რისკებზე. ამ დროისთვის გამონაკლისებში მობილობის უფრო გრძელჯაჭვიანი ქსელური კომპანიებია, მათ შორის ნიკორა, კარფური, 2 ნაბიჯი, გუდვილი ...
"სუფთა სახლის" 2018 წლის ანგარიშით ( ამ დროისთვის რაც არის საჯარო) პირველადი მოხმარების პროდუქტის მაღაზიების მმართველო კომპანიის სახელფასო ფონდი 5.7 მლნ-ია. 24.5 მილიონიანი აქტივის მქონე ჯგუფის 2018 წლის წმინდა მოგება 4.1 მლნ ლარია (+414%Y.Y 2018 - 1.8 მლნ).
შპს-ს დამფუძნებელთა სტრუქტურა 01.01.2019 და 01.01.2018 წლის მდგომარეობით:
თამარ ღვინიაშვილი - 5 %
GRG Trading, ვირჯინიის კუნძულები (ბრიტ.) - 95%
სუფთა სახლის სახელწოდებით 2019 წლის იანვარშიც არის რუსეთის მოქალაქის თენგიზ ჩოჩაევის მიერ დარეგისტრირებული კომპანია, რომელსაც ანგარიშგების ვალდებულება ოქტომბერში უდგება
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss