| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ინფორმაცია ვრცელდება, რომ „ევრაზიულმა კავშირმა“ ექსპორტი აკრძალა და ა.შ, სასურსათო მარაგების, განსაკუთრებით, 9 საბაზისო სასურსათო პროდუქტზე, არანაირი რისკები ქვეყანაში არ არსებობს, პრემიერი მეტსაც გვეტყვის "არც იარსებებს".
გიორგი გახარიამ სამშაბათის საგანგებო ბრიფინგზე, 24 სთ-ში cov ინფიცირების კრიტიკულ 30-მდე გაზრდის გამო, საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გახანგრძლივება დაანონსა, რაც ქვეყნის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით შევა ძალაში. ცენტრალური ქალაქები 10 დღიან კარანტინში ექცევა, 25 აპრილამდე.
შეზღუდვების მიუხედავად, პრემიერი სასურსათო მომარაგების საფრთხეს გამორიცხავს, - "ყველაფერი უნდა გავაკეთოთ , მოქალაქეებს რომ არ ჰქონდეთ ფინანსური შეზღუდვა, ეს პროდუქტები შეიძინონ. თორემ პროდუქტი იქნება საკმარისზე მეტი,“- პრემიერმა უმუშევრებისთვის სოციალური პაკეტზე განაცხადა, რომ საარსებო მინიმუმზე მეტი იქნება, ე.ი 200 ლარზე მეტი და დეტალები 3 დღეში გაცხადდება.
მისი თქმით, სსფ-ის დოკუმენტში 150 ლარის დახმარებაზე ინფორმაცია ტექნიკური ხარვეზით მოხვდა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss