| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ქვეყნის სარეზერვო აქტივები $38.5 მლნ -ით შემცირებულია. სებ-ის სტატისტიკით, 1 აპრილისთვის, $3.4 მლრდ -ია, მათ შორის $ 3.2 მლრდ უცხოური ვალუტის რეზერვებია, $ 195.8 მლნ - სესხების სპეციალური უფლებები (SDR). სარეზერვო აქტივები იანვრიდან მცირდება. 31 დეკემბერს ქვეყანა 3.5 მილიარდის რეზერვს ფლობდა.
სებ-მა ბოლო, 25 მარტის, 40 მლნ-იანი აუქციონის შემდეგ აქტიურობა დაანონსა, ინტერცენციების გაგრძელებით და სავალუტო ბაზარზე, პირდაპირი ვაჭრობით. თუმცა, ამ დრომდე არ დაუწყია, რადგანაც ლარს გამყარების ტრენდი აქვს.
სებ-ი, სსფ-ს არსებული პროგრამის ფარგლებში, ივნისში $14 მლნ -ს ელოდება, მანამდე კი ძალიან მალე, $400 მლნ -ის დამატება გადაწყდება, ახალი covპაკეტის ვარგლებში. იანვარ-თებერვალში არაფერი ჩარიცხულა, სებ-საც არ შეუსყიდია. რეზერვები დეკემბერში მთავრობის აღებული ვალის ნაწილის ჩარიცხვის ხარჯზე გაიზარდა, ნოემბერში $ 20 მლნ გაყიდა. მარტში -$100 მლნ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss