| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - უფალი ძალას მოგვცემს, რომ გადავიტანოთ ეს განსაცდელი. ისიც გვახსოვდეს, რომ განსაცდელის შემდეგ მოდის სიხარული", - პატრიარქმა ბზობა საკათედრო ტაძრიდან მოგვილოცა, სადღესასწაულო წირვის შემდეგ, რომლის პირდაპირ ტრანსლაციას მოქალაქეები საზმაუს ეთერით ადევნებდნენ თვალყურს.
"მაგრად იდექით. სხვები ლაპარაკობენ, რომ ქართველენმა ვაჟკაცურად მიიღეს ეს განსაცდელი. სხვების ლაპარაკი არ გვჭირდება ჩვენ თვითონაც ვიცით, ქართველი სულით ძლიერია". - ილია II აღდგომის დღესასწაულზე ტაძარში შაბათს 23;00 სთ -ზე მივა, ბასილი დიდის საღმრთო ლიტურგიის შემდეგ, რომელიც 22;00 სთ-ზე ჩაინიშნა. ვნების კვირის განრიგი არქიდიაკონმა წარმოადგინა:
ორშაბათი: 9.00 სთ პირველშეწირული ლიტურგია, 16 სთ - სერობის ჟამი და ცისკარი;
სამშაბათი: 9:00 სთ ლიტურგია, 16;00 სთ - 7 გზის ზეთისცხება;
ოთხშაბათი: 9:00 სთ/16:00 სთ
ხუთშაბათი: 10:00 სთ ბასილი დიდის საღმრთო ლიტურიგია, საიდუმლო სერობის გახსენება. 16 ;00 სთ 12 ვნების სახარება
პარასკევი: 9:00 სთ - სამეუფეო ჟამები , 14 სთ - გარდამოხსნა,
შაბათი: 7:00 სთ - წესის აგება , ჟამების კითხვა, 9:00 სთ საღმრთო ლიტურგია, 22:00 სთ შუა ღამი ჟამი, 24 00 სთ ლიტონიობა, რომელსაც მოებმის საზეიმო ლიტურგია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss