ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ჭიათურაში მარტოხელა მოხუცებისთვის სასურსათო ამანათების დარიგება დაიწყო
7 აპრილი, 2020, 13:14
ჭიათურაში მარტოხელა მოხუცებისთვის სასურსათო ამანათების დარიგება დაიწყო

თბილისი (GBC) - კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად, 70 წელს გადაცილებული მარტოხელა მოხუცებისთვის სხვადასხვა სახის პირველადი მოხმარების პროდუქტი შეიძინა. 230 ბენეფიციარს სასურსათე პაკეტები ადგილზე მიუტანეს.  


ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლებმა სოფლებში პერევსა და გუნდაეთში, ასევე, ქალაქ ჭიათურის ტერიტორიაზე მცხოვრებ ხანდაზმულ მოქალაქეებს სასურსათო კალათა პირადად გადასცეს.


„ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია თითოეული ჭიათურელის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, ამიტომ მზად ვართ, ადგილზე მივიდეთ და პროდუქტი გადავცეთ. ყველას მოვუწოდებთ სახლში დარჩენისკენ. საჭიროების შემთხვევაში, ჩვენს თანაქალაქელებს მოხალისეები მოემსახურებიან“, - აღნიშნა გივი მოდებაძემ.


„ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველის, ნიკოლოზ ჩიქოვანის განცხადებით, კომპანია მზადაა, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ  მოხუცებს დახმარება აღმოუჩინოს.


„ჯორჯიან მანგანეზი“ იაზრებს რა კორონავირუსის გავრცელებით შექმნილ ვითარებას, აიღო ხანდაზმულების პირველადი საჭიროების პროდუქტით მომარაგების პასუხისმგებლობა და მათთვის სასურსათე პაკეტები შეიძინა, მოხუცებულთა უსაფრთხოება და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია.  


უნდა აღინიშნოს, რომ პანდემიის პერიოდში „ჯორჯიან მანგანეზმა“ სხვა არაერთი სოციალური პროექტიც განახორციელა. ერთ-ერთი მათგანი სწორედ ხანდაზმულთა პირველადი მოხმარების პროდუქტებით უზრუნველყოფაა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ თითოეულ მოქალაქეს, განსაკუთრებით რისკჯგუფის წარმომადგენლებს, დარჩნენ სახლში, რათა მალე დავამარცხოთ ეს გამოწვევა“, - განაცხადა ნიკოლოზ ჩიქოვანმა.




 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები