ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ხარება cov-ის მეხუთე კვირას
5 აპრილი, 2020, 16:56
ხარება cov-ის მეხუთე კვირას

თბილისი (GBC) - მართლმადიდებლები ხარებას ზეიმობენ და ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის ემზადებიან. მისი ჩავლის შემდეგ კი სასულიერო პირები პატრიარქს შეხვდებიან, სააღდგომო ღვთისმსახურების წესების კურთხევისთვის.

ტაძრებში დისტანციური ლოცვა 20 სთ -მდე, სახლში კი 24/7 რეჟიმშია შესაძლებელი. ერი და ბერი სრულად თანხმდება უსაფრთხოების წესების დაცვაზე. მღვდელმსახურები არ გამორიცხავენ სააღდგომო მსახურების ღია ცის ქვეშ ჩატარებას, როგორც პირველად, ანდრია პირველწოდებულის დროს.

ბოლო 24 სთ-ში გამოვლენილი ინფიცირების 12 შემთხვევით, რაოდენობა 170-მდე გაზრდილია (5 კვირის თავზე, საქართველო cov მწვანე ზონიდან 26 თებერვალს გამოვიდა).

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში 1 აპრილს შეყვანილი და შემდეგ საუნივერსიტეტო კლინიკაში უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში გადაყვანილი, 81 წლის ქალი კვირას გარდაიცვალა. შაბათს კი, 79 წლის. ინფიცერებულთა შორის 2 მედიკოსია. მე-3-ს - საჩხერის კლინიკის ექიმის კვლევის დასკვნით პასუხს ელოდებიან. მას cov სუსტი დადებითი გამოუვლინდა და გადამოწმებით უნდა დაუდასტურდეს. ასევე გამოიკვლევენ ქალის მეუღლეს - საჩხერის მერს, რომელიც არაფერს უჩივის. ის აქტიურად იყო ჩართული სოციალურ კამპანიაში, სხვა, უსაფრთხოების ინსტრუქტაჟგავლილ მოხალისეებთან ერთად.

სუსტდადებითიანი პაციენტების ინფორმაციით, ჩივილი მხოლოდ ყნოსვის ორგანოს დაქვეითება და გემოს გაქრობაა, რაც ინფექციონისტების ნაწილის აზრით კორონას მრავასახოვნებას ადასტურებს, გრიპის, ნევროლოგიურ დაავადებასთან კავშირს. სუსტი ინფიცირება ნიშნავს 24 ქულიანი ტესტირების 1-5-მდე დადებითს.

ახალ შემთხვევებს შორის, ერთ-ერთია საქართველოს მოქალაქის, ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც განმუხურის საკარანტინო ზონიდან ფოთის კლინიკაშია გადაყვანილი. ასევეა, გადადების მაღალი რისკის, ძალოვანი სპორტსმენის შემთხვევა, 50 -ზე მეტი პირის ინფიცირების საფრთხის შემცველი. რუსეთის მოქალაქე 10 წელია სამშობლოში არ ყოფილა. ორი ქვეყნის საზღვარი გადმოკვეთა (რუსეთი, სომხეთი) და ახლა კლინიკაში მკურნალობს. მისი მონახულებულები და მასპინძლები თვითიზოლაციაში არიან.



მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები