ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ბილაინი 2 კლინიკის მედიკოსების ტრანსპორტირებას კისრულობს
2 აპრილი, 2020, 17:26
ბილაინი 2 კლინიკის მედიკოსების ტრანსპორტირებას კისრულობს

თბილისი (GBC) - საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი ბილაინი,  ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრისა და აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამედიცინო პერსონალის სამსახურში და სამსახურიდან ტრანსპორტირებას დღეიდან უზრუნველყოფს.


კლინიკებში, სადაც Covid-19-ით ინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობენ,  თანამშრომლები სამსახურში ძირითადად რეგიონებიდან დადიან. საქართველოში ამოქმედებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, გაუქმდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურება და კლინიკების პერსონალის გადაადგილებას ბილაინი დაქირავებული სატრანსპორტო კომპანიის მეშვეობით უზრუნველყოფს. ყოველი მგზავრობის დასრულებისას ხდება მანქანების დეზინფექცია და მგზავრების გადაყვანაც განისაზღვრება სახელმწიფოს დადგენილების შესაბამისად.

„ბილაინმა ახალი კორონავირუსის  გაჩენისთანავე დაიწყო ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებიები  და დღესაც აქტიურად განაგრძობს.  ჩვენ საქართველოში ერთ-ერთი პირველი კომპანია ვიყავით, რომელიც სრულად გადავიდა სახლიდან მუშაობაზე, მათ შორის დისტანციურად მუშაობს ბილაინის სატელეფონო ცენტრიც.  ქვეყნის მასშტაბით ბილაინის ყველა მაღაზია დაკეტილია, თუმცა მომხმარებელს შეუფერხებლად შეუძლია ნებისმიერი მომსახურების მიღება ციფრული არხების მეშვეობით - აპლიკაციით,  ვებგვერდითა და ონლაინ ჩატით, ასევე სატელეფონო ცენტრით. ჩვენ ასევე ვიზრუნეთ საზღვრების ჩაკეტვის გამო საზღვარგარეთ დარჩენილ ჩვენს 2,500-მდე აბონენტზე და მათთვის შეუფერხებელი კავშირის უზრუნველყოფისთვის როუმინგში მობილურ ინტერნეტს ვურიცხავთ საჩუქრად. ეს ბილაინის ინიციატივების მცირე ჩამონათვალია“,  განაცხადა ბილაინის გენერალურმა დირექტორმა, ანჯეი მალინოვსკიმ. „ჩვენს თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვის გარდა, ვფიქრობთ, აუცილებელია წვლილი შევიტანოთ მთლიანად ქვეყნის ბრძოლაში  კორონავირუსის წინააღმდეგ. როდესაც დავინტერესდით ფრონტის ხაზზე მებრძოლი სამედიცინო პერსონალის საჭიროებებით, აღმოჩნდა, რომ  მათი ტრანსპორტირება ერთ-ერთი მწვავე საკითხია. იმედი გვაქვს, რომ ამ საზრუნავის მოგვარება მნიშვნელოვან შვებას მიცემს ჩვენს მედიკოსებს, რომლებიც თავდაუზოგავად იბრძვიან თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობისთვის. მინდა მთელს ქვეყანას ვუსურვო ჯანმრთელად ყოფნა და ვირუსის სწრაფად დამარცხება“, დაამატა ანჯეი მალინოვსკიმ.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები