| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ბანკებს შეუმსუბუქდება კაპიტალის მოთხოვნები, რაც გულისხმობს კაპიტალის კონსერვაციის ბუფერისა (რისკის მიხედვით შეწონილი აქტივების 2,5%-ის ოდენობით) და პილარ 2-ის ბუფერის ნაწილის (არაჰეჯირებული საკრედიტო რისკის ბუფერის 2/3) გაუქმებას. აღნიშნული საბანკო სექტორს 1,6 მილიარდი ლარის ოდენობის კაპიტალს გამოუთავისუფლებს, რაც შეიძლება მიმართული იქნას პოტენციური ზარალების გასანეიტრალებლად ან ეკონომიკის 16 მილიარდი ლარით დასაკრედიტებლად.
ზედამხწდვწლის ცნობით, სექტორს მინიმალური მოთხოვნების ზევით 4 მილიარდი ლარის კაპიტალის ბუფერი გააჩნია, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, სრულად გამოთავისუფლდებ, კაპიტალის მოთხოვნების შემსუბუქება აქციონრებმა დივიდენდის, აქციების გამოსყიდვის, წილობრივი ინვესტიციების, მენეჯმენტის ბონუსების ზრდის, სხვა გადახდებისთვის არ უნდა გამოიყენონ. კაპიტალს რაც უმცირებს.
ამ ეტაპზე სექტორში არ დგას ლიკვიდობის პრობლემა და სებ-ი სრულ მზადყოფნაშია ეკონომიკას საჭირო მოცულობის ლიკვიდობის რესურსი მიაწოდოს, რაც გააჩნია და დაიმატებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ინსტიტუტების დაფინანსებიდან, რაც მალე იქნება. ჩარჩო სსფ-მ უნდა შეკრას. მოლპარაკებები თითქმის დასრულებულია.
სებ-ს ბანკების ვალუტით მომარაგება გაცხადებული აქვს შეუზღუდავი პერიოდით, საჭიროების მოხსნამდე. ინტერვენციებთან ერთად სავალუტო რეზერვებით და მიღებული რესურსით, კომერციულ სექტორთან ერთად ბლუმბერგზე ივაჭრებს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss