ოქრო NYMEX(უნც.) 1.303.95 +0.68% |
პლატინა (უნც.) 835.85 +1.12% |
ვერცხლი (უნც.) 15.383 +1.40% |
პალადიუმი NYMEX 1.523.60 +0.59% |
ნიკელი (ტონა) 12.987.5 +0.62% |
ალუმინი (ტონა) 1.908.5 +0.33% |
ნავთობი (Brent) 66.98 -0.37% |
გაზი(NYMEX) 2.830 -0.91% |
შაქარი LIFFE (ტონა) 12.40 -0.16% |
ყავა(Robusta), USD (ტონა) 96.97 -0.19% |
ხორბალი (ტონა) 451.38 -0.14% |
ექსკლუზივი
бѓќбѓбѓбѓЄбѓбѓђбѓљбѓЈбѓбѓ бѓбѓЈбѓбѓЎбѓбѓбѓ
კომპანიის სიახლეები
| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |
სპონსორები
FREE NEWS
<< უკან
მსგავსი სტატიები
სებ-ის პრეზიდენტი ლარის სადღეგრძელოს ამბობს
29 მარტი, 2020, 15:32

თბილისი (GBC) - სებ-ი სავალუტო რეზერვებს აგროვებდა ახლა, რომ დაეხარჯა და პრუდენციულ ნორმებს ამკაცრებდა, საჭირო დროს რომ შეარბილოს, - სებ-ის პრეზიდენტმა "ფორმულაზე" თარგამაძეს სებ-ის წინდახედულობაზე განუცხადა. ასევე სასესხო რეგულაციების მიზანშეწონილობაზე, რამაც უფრო უარესს გადაგვარჩინა. კობა გვენეტაძის თქმით, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოს გარეშე, კრიზისს უფრო მეტი მსესხებელი შეხვდებოდა, ჭარბი ვალით, რომლის მომსახურება გაუჭირდებოდა, რაც უფრო გააუარესებდა მოწყვლადი მოქალაქის მდგომარეობას.
მარეგულირებლის თქმით, სებ-ის სტრატეგიის შეცვლა, რაც რეზერვების დაგროვების საპირისპიოროდ, ხარჯვას ითვალისწინებს, სავალუტო ბაზარზე სებ-ის ჩარევით, ინტერვენციებით და პირდაპირ ვაჭრობაში, ემსახურება სექტორის წახალისებას ეკონომიკის სტიმულირებისთვის, საკრედიტო აქტივობა რომ შენარჩუნდეს და შოკიდან გამოსვლის მომენტისთვის სასტარტო პოზიციები იყო მყარი.
კობა გვენეტაძემ "კარგ დროს' შექმნილ უსაფრთხოების ბალიშების - ბუფერების შექნით, სებ-ის წინდახედულობაზე განაცხადა, არაპოპულარული, მაგრამ სექტორის მდგრადობისთვის გადადგმული ნაბიჯებზე, რაც ახლა სისტემისთვის მეტი ფულის მიწოდების საშუალებას იძლევა.
სებ-ის მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას დროებით ინარჩუნებს, ინფლაციის წნეხზე დაკვირვებით. სებ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კურსის გაუფასურება ინფლაციასთან პირდაპირპროპორციულ ბმაში არ არის. 2014-2015 წლის ლარის გაუფასურება მოიხმო, როგორც თავად თქვა, მაშინ საქართველოში არ ცხოვრობდა, თუმცა იმ პერიოდში ინფლაციის დაბალ ნიშნულზე შენარჩუნების შესახებ, საქმის კურსში იყო.
ინფლაციის ტრაექტორია გაურკვეველია. ნომინალური კურსის ეფექტი გადაწონის თუ მოხმარების შემცირების. წელს რა იქნება, არ იცის, თუმცა დარწმუნებულია, რომ საშუალოვადიან პერიოდში კურსიც დასტაბილურდება და ინფლაციაც სამიზნე მაჩვენებელს მიუახლოვდება. იმაშიც, რომ დოლარიზაცია გაიზრდება, მაგრამ დროებით. ლარის იმედი აქვს, რადგან მას მოქნილობა კრიზისების გამკლავებაში ეხმარება და გრძელვადიან პერიოდში სიმტკიცის შენარუნების უნარს მატებს. მცურავი რომ "ხელოვნურ სუნთქვაზე" მიერთებულ ვალუტაზე სიცოცხლისუნარიანია, ეს, ლარმა გასულ წლებშიც დაამტკიცა,
კობა გვენეტაძემ სოლიდური დახმარების მიღებისთვის სსფ-სთან მოლაპარაკებების საფინალო ეტაპზე განაცხადა, პროგრამის ჩართვაზე კი გახარია იტყვის. როგორც გვენეტაძემ თქვა დაფინანსების მექანიზმი ძალიან მალე ჩაირთვება. სებ-ის წინდახედული პოლიტიკით მიღწეული სსფ-ს მაღალი ნდობა უფრო მეტი ფულის წამოღების საშუალებას იძლევა. ფონდთან კარგი ავტორიტეტი კი სხვა საფინანსო ინსტიტუტების ჩართვით, პაკეტის მალე შეკვრის შესაძლებლობას (ADB, მსოფლიო ბანკი, EBRD ).
სსფ-ისგან სებ-ისთვის გათვალისწინებული 400 მლნ -ს დაემატება საბიჯეტოც, რომ ივაჭროს და ინტერვენციებისთვის საკმარისი იყოს + 3.5 მლრდ რეზერვი. სებ-ის მონაწილეობა ლიმიტირებული არ არის, სოსტემას როგორც დასჭირდება, იქამდე გაგრძელდება. ამას ემატებას საზედამხედველო ნორმების შემსუბუქებით ბანკებისთვის ბიფერების გამოთავისუფლება.
სებ-ის ინფორმაციით, სექტორს 1 მლრდ -ის ბუფერი აქვს და აღნიშნული ზომებით კიდევ 3 მლრდ-ზე ექნება წვდომა. სოლიდურ დახმარებას მიიღებენ ბანკები. დაკრედიტება არ უნდა გაჩერდეს და კრიზისიდან უფრო მალე გამოვალთ, კორონავირუსამდე პერიოდს დავუბრუნდებით, სწორი ზემოქმედების, მაკროეკონომიკური ზომების და დონორების დახმარებით, ამას შევძლებთ.
კობა გვენეტაძე #სახლშიდარჩენილებს ურჩევს #არაყვეპანიკას.
საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის რემონტს ,,თეთრი სახლი’’ 40მლნ ლარად შეასრულებს
28 სექტემბერი, 2022, 17:01
ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლა შეიზღუდა
28 სექტემბერი, 2022, 16:58
ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთშია
28 სექტემბერი, 2022, 16:37
გამოკითხვა
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |
სპონსორები



















Facebook
Twitter
Rss