ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
საახალწლოდ covკრიზისი აღარც გვემახსოვრება
27 მარტი, 2020, 03:17
საახალწლოდ covკრიზისი აღარც გვემახსოვრება

თბილისი (GBC) - 5 მიზეზი, რატომ იქნება ეს კრიზისი უფრო მოკლევადიანი საქართველოსთვის, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს:

1. ადგილი აქვს მსოფლიო სამეცნიერო/სამედიცინო საზოგადოების უპრეცედენტო გაერთიანებას ვირუსთან ბროძოლაში. 80-მდე წამყვან ლაბორატორიაში მიმდინარეობს კვლევები 24/7 რეჟიმში. სავარაუდოდ, მაის/ივნისში ადამიანები დაუბრუნდებიან ნორმალურ ცხოვრებას. ამასთან ჩვენი ქვეყნის ინსტიტუტები (საზღვრის დაცვა, საპატრულო პოლიცია, დავადებათა კონტროლის ცენტრი და ა.შ.) მზად აღმოჩნდა საგანგებო ვითარებაში ეფექტურად მუშაობისთვის.

2. 2008 წლის კრიზისთან შედარებით განვითარებული სამყაროს მთავრობები გაცილებით სწრაფად და დიდი მოცულობით სტიმულირების პაკეტს განახორციელებენ (მხოლოდ აშშ - 2 ტრილიონი, ევროკავშირი -1 ტრილიონი, ბრიტანეთი 250 მილიარდი და ა.შ.). ასეთი მასშტაბური ფულადი ინიექცია მოთხოვნის სტიმულირებას ძალიან სწრაფად შეძლებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დასავლეთი ისევ იტყვის თავის სიტყვას.

 3. საქართველო საშუალოზე ღარიბი ქვეყანაა და ჩვენი ეკონომიკა არ არის ინტეგრირებული იმ დოზით, რომ მსოფლიო ბირჟებზე ფასების ვარდნა მყისიერ ეფექტს იძლეოდეს. საქართველოში ძირითადი გადაცემა ვაჭრობის გზით ხდება, რაც დათვლადი და პროგნოზირებადია. მოკლედ, თუ მოვინდომებთ, იუველირული სიზუსტით შეგვიძლია ზარალის და დაზარალებულების იდენტიფიცირება (იმედია ასეც ხდება).

 4. საგადამხდელო ბალანსი მართალია დაირღვა, მაგრამ გაურკვევლობას და ნეგატიურ მოლოდინებს თუ ჩამოვაცილებთ, დანაკლისი არ იქნება იმხელა, რომ მისი სწრაფი ჩანაცვლება წარმოუდგენელი ამოცანა იყოს. ასევე გვეხმარება ნავთობის და სხვა პროდუქტებზე მსოფლიო ფასების კლება, რაც სხვა თანაბარ პირობებში გაცვლით კურსს უფრო სწრაფად აბრუნებს წონასწორობაში. ეს ასევე ამცირებს ინვესტიციებს, მაგრამ ინვესტიციები ისე იყო მანამდეც შემცირებული, რომ მისი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი კლება ცოტა რთული წარმოსადგენია.

5. მთავარი ვინც ამ პროცესში ზარალდება ეს არის სერვისის სექტორი, მცირე და საშუალო მეწარმეები, თვითდასაქმებულები და უცხოურ ვალუტაში მსესხებლები. ყველა ამ ჯგუფის იდენტიფიცირება და პირდაპირი დახმარება, ასევე, არც თუ ისე რთული ამოცანაა საბოლოო ჯამში.


ეფექტური მენეჯმენტის, კომუნიკაციის და ხედვის პირობებში შესაძლებელია წლის ბოლოსთვის ამ კრიზისიდან მხოლოდ ცუდი მოგონება და ახალი შესაძლებლობები დარჩეს.

- წერს სებ-ის  ყოფილი პრეზიდენტი - გიორგი ქადაგიძე სოციალურ ქსელში

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები