| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - საქართველოს ეკონომიკამ თებერვალში ტურიზმის პოტენციური შემოსავლის 3-9% უკვე დაკარგა, - ასეთია ISET-ის მიერ მომზადებული კვლევის შედეგი.
კვლევითი ინსტიტუტი წერს, რომ ვინაიდან ქვეყნის მშპ-ის 6% ტურიზმის სექტორზე მოდის, პირდაპირი დარტყმა ამ ინდუსტრიაზე სერიოზულ ზიანს მიაყენებს ქვეყნის ეკონომიკასაც.
ორგანიზაცია 3 სცენარს მიმოიხილავს.
1)პირველი სცენარით, საერთაშორისო, გამყვანი და შიდა ტურიზმი თუკი სრულად შეჩერებული იქნება მარტი-აპრილის პერიოდში ქვეყნის შემოსავალი 514 მლნ დოლარით შემცირდება. ეს კი მშპ-ზე 0.8% -ით აისახება.
2) -თუ ტურიზმი სრულად იქნება შეჩერებული ივლისის ჩათვლით, ეს შემოსავალს 969 მლნ დოლარს დააკლებს, მშპ-ს კი 1.8%-ს.
3) სცენარით, დეკემბრამდე ტურიზმის სრულად შეჩერების შემთხვევაში ქვეყანა 2 მლრდ დოლარზე მეტის შემოსავალს დაკარგავს, ხოლო მშპ-ზე 5.3%-იანი შემცირებით აისახება
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss