ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
საბანკო სექტორს მოლოდინის რეჟიმი გაუტკბა
28 თებერვალი, 2020, 13:43
საბანკო სექტორს მოლოდინის რეჟიმი გაუტკბა

თბილისი (GBC) -  ₾200 000 შეზღუდვას სავალუტო სესხზე  ფინანსთა სამინისტრო მარტიდან აღარ ცვლის, იმ იმედით, რომ მაისისთვის იქნებ აღარც გახდეს საჭირო, ეროვნული ბანკიც მოლიდინის რეჟიმს ახანგრძლივებს. აკვირდება ბაზარზე რეგულაციის შემსუბუქებამ საკრედიტო სტანდარტების რელაქსაცია არ გამოიწვიოს. 

სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ ინტერპრესს რეგულაციების  ბიუროკრატიული ბარიერების მოხსნის ხარჯზე გამარტივებაზე განუცხადა, რაც სებ-ის პრეზიდენტმა  მპკ-ის 29 იანვრის სხდომის შემდეგ დაანონსა - 4-იდან 2 საფეხურზე გადასვლა.

2019-ის სტატისტიკაზე მიუთითა, იპოთეკური კორპორაციული სესხების წილი 2018 -ის 31%-ის ნაცვლად რომ 2019 - 34% -ია,  მც/საშ ბიზნესდაკრედიტება 24%-ის(2018) ნაცვლად, 25.5% -2019.

პაპუნა ლეჟავა პორტფელის გაჯანსაღების დინამიკაზე აღნიშნავს,  იპოთეკური დაკრედიტების ზრდაზე, რაც დეველოპერული სექტორის პრობლემების მოგვარებასაც უკავშირდებოდა. რეგულაციების შემსუბუქებაზე მას შემდეგ საუბრობენ, რაც შეზღუდვამ სექტორს დაარტყა. 

გაზაფხული მოვიდა და ყველას ახალი მოლოდინები გაუჩნდა. პრემიერს  საბანკო სექტორის მხარდაჭერის იმედი აქვს, განსაკუთრებით სისტემური ბანკების; დეველოპერებს, პრემიერის მხარდაჭერის, სასესხო  რეგულაციებზე;  სებ-ის პრეზიდენტს იპოთეკური სესხების  პორტფელის ზრდის;  ბანკების ასოციაციას კი  >₾4 000 მემოსავლიანი მსესხებლისთვის მაინც გამონაკლისის დაშვების,  ₾200 000 -მდე კრედიტის  უცხოურ ვალუტაში აღების. 

ბანკების ლობი სებ-თან, სებ-ი მთავრობასთან, მთავრობა ბანკებთან  მუშაობს.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები