| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - თელიანი ველი ახალი პროექტს „ღვინის ხალხი“ იწყებს, მიზანი ღვინის მწარმოებელი მცირე და საოჯახო მარნების მხარდაჭერა და მათი განვითარების ხელშეწყობაა.
პროექტს კომპანია ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით ახორციელებს.
იგეგმება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ყურძნის უნიკალური, იშვიათი და ნაკლებად კომერციული ჯიშებისგან წარმოებული მაღალი ხარისხის ღვინოების ჩამოსხმა და პოპულარიზაცია-რეალიზაცია ადგილობრივ და საექსპორტო ბაზრებზე.
„ღვინის ხალხის“ პირველი კოლექცია ქვემო ქართლის რეგიონში, ბოლნისის მცირე მარნების წარმოებულ 10 სხვადასხვა ღვინოს აერთიანებს და თითოეული ბოთლი ღვინის მწარმოებლის ისტორიას გადმოსცემს. პროექტი ხელს შეუწყობს ბოლნური ღვინის პოპულარიზაციას, ღვინის მწარმოებელი მცირე და საოჯახო მარნების გაფართოებას და წარმოების ზრდას. აღსანიშნავია, რომ ბოლნისელი მეღვინეების ინიციატივითა და სახელმწიფოს მხარდაჭერით, ბოლნისი ადგილწარმოშობის დასახელებად დარეგისტრირდა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss