| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – TBC Bank - ის გენერალური დირექტორის, ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით,უზბეკეთის ბაზარზე იანვარში მიღებული წინასწარი საბანკო ლიცენზიის შემდეგ, სრულყოფილ ნებართვას და გააქტიურებს ზაფხულში ელის.
პირველადი ფოკუსი, როგორც გაცხადებული იყო, ციფრულ არხებზეა, მათ შორის, მათ ნეობანკზე - Space,. ბუცხრიკიძის განცხადებით, გეგმავენ ძალების გაერთიანებას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და ადგილობრივ პარტნიორთან. გეგმით გათვალისწინებულია მინიმუმ 51%-იანი წილის ფლობა.
მისივე თქმით, უკვე უზრუნველყვეს ინტერესი EBRD-სა და IFC– სგან და ასევე, მიაღწიეს შეთანხმებას ძირითად პირობებზე უზბეკ – ომანის საინვესტიციო კომპანიასთან.
მისივე ინფორმაციით, ყველა აქციონერის ჯამური ინვესტიციაა $40 მილიონი, ორ ეტაპად - $12 მილიონი ლიცენზიის მოპოვებამდე და $28 მილიონი ლიზნეციის მოპოვების შემდგომ.
უზბეკეთის ბაზარზე ჯერ სამომხმარებლო სესხებს, ავტოსესხებს, დეპოზიტებს და მიმდინარე ანგარიშებს შესთავაზებენ, მოგვიანებით კი იპოთეკურ და მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების სესხებს შესთავაზებენ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss