| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) -
TBC Bank Group -ი თანამშრომელთა დასაჯილდოებლად საკუთარ აქციებს შეისყიდის.
თანამშრომელთა
დაჯილდოების ფონდი (EBT) ბაზრიდან 602 000 აქციას იყიდის, რაც დღევანდელი საბაზრო ფასით
8.37 მილიონ ფუნტს აღემატება.
მოსალოდნელია,
რომ შესყიდული აქციები გამოყენებული იქნება გუნდის სტიმულირებისთვის და მათ გადავადებული
აქციების სახით გადაეცემათ.
დღეს TBC Bank Group -მა წლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რის შემდეგაც ბანკის აქციებმა
6.26%-იანი ზრდა აჩვენა. 20 თებერვლის მონაცემებით, თიბისის თითო აქცია 13.92 ფუნტი
ღირს. ბანკის კაპიტალიზაცია
კი,
თიბისიმ ინვესტორებს
აცნობა, რომ 2018 წელთან შედარებით, ბანკის
სასესხო პორტფელი 22.1%-ით გაიზარდა, რაც ძირითადად კორპორატიულ, მიკრო, მცირე და საშუალო
ბიზნესების სეგმენტებში ზრდით არის განპირობებული. 2019 წელს, ანაბრების წლიური ზრდის
მაჩვენებელი 7.5% დაფიქსირდა. შედეგად, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, თიბისი
ბანკის სასესხო პორტფელი ბაზრის 39.5%-ს შეადგენს, დეპოზიტების საბაზრო წილი კი - 39.0%-ს. აღნიშნული მაჩვენებლებით, თიბისი ლიდერი
ბანკია საქართველოში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss