| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - თამბაქოს ყველა ნაწარმის, მათ შორის ისიც რომელიც ჯერ ბაზარზე არ არის, ერთიანი დაბეგრვის რეჟიმში მოქცევით ფინანსთა მინისტრი კმაყოფილია, ადმინისტრირება გაუმჯობესებულია, თუმცა გამოსასწორებელია ელექტროსიგარეტის მიმართულებით, რომლის დაურეგლირებლობით, მისი ანგარიშით ბიუჯეტი 20 მლნ-ს კარგავს.
მაჭავარიანმა პარლამენტში მინისტრის საათზე ასევე დაანონსა ბიუჯეტის კორექტირება - 200 000 მლნ-იანი ზრდა. დეპუტატებს უთხრა, რომ 2020 ბიუჯეტს საფრთხე არ ემუქრება. პოლიტიკური დესტაბილურობიდან მომდინარე საფრთხეებზე კი აღნიშნა, რომ ეფექტი შემდგომ წლებშია მოსალოდნელი. წელს განაწყენებული ინვესტორის ეფექტი გაისად აისახება.
თამბაქოს სქემაზე თავისი მოსაზრება წარმოადგინა ლევან გოგიჩაიშვილმა, ვანო ჩხარტიშვილის ბიზნესზე რეჟიმის მორგებიდან, 2019 წლის გამოწვევამდე, როცა ბიუჯეტმა შემოსავლები დაკარგა, რაც გათვლადი იყო. აღნიშნა, შემდეგ როგორ დაირღვა საგადსახადო ოქროს წესი და იკითხა რატომ იხდის ჩხარიტიშვილის კომპანია 60 ლარს, სხვები კი 120-ს და რატომ ჩამოდის გასახვევი თამბაქოს წონა 15 გ-მდე.
როგორც იცით იბეგრება თამბაქოს ყველა ნაწარმი, მათ შორის მიმსგავსებულიც. გასახურებელ თამბაქოზე, ევროპის გამოცდილების გათვალისწინებით, საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ გამონაკლისი მოითხოვა და უარი მიიღო.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss