ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
საქართველოში განახლებადი ენერგეტიკით BP-ი ინტერესდება
20 თებერვალი, 2020, 13:27
საქართველოში განახლებადი ენერგეტიკით BP-ი ინტერესდება

თბილისი (GBC) - BP-ის საქართველოში განხორციელებულ პროექტებსა და თანამშრომლობის პერსპექტივებზე პრემიერმა გიორგი გახარიამ და British Petroleum-ის რეგიონულმა პრეზიდენტმა აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში, გარი ჯონსმა გისაუბრეს.

გარი ჯონსმა სამხრეთ კავკასიური მილსადენის მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობასა და პროექტის განვითარების მიმდინარე ფაზის, „შაჰ დენიზის" ძირითადი ნაწილის დასრულების მნიშნელობაზე აღნიშნა, რაც მიმდინარე წლის ბოლოს შესაძლებელს გახდის, რომ კავკასიიდან ბუნებრივი აირის პირველი ნაკადი მიეწოდოს ევროპას საქართველოს გავლით.

კომპანია მზაობას გამოთქვამს განიხილოს საქართველოსთან მომავალი თანამშრომლობის მიმართულებები და შესაძლებლობები.

აღინიშნა, რომ BP გეგმავს მნიშვნელოვნად შეამციროს CO2-ის ემისია მიმდინარე საოპერაციო საქმიანობაში, როგორც ენერგორესურსების მოპოვების, ასევე მიწოდების ოპერაციებში.

ამავდროულად კომპანიის ტრანსფორმაციის პროცესი შესაძლოა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სარგებლის მომტანი გახდეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც BP-ის ინტერესი რეგიონსა და, მათ შორის, საქართველოში იზრდება - განახლებადი ენერგიის წარმოების მიმართულებით.

ბრიტანული კომპანია BP საქართველოში პირველად 1996 წელს შემოვიდა და ამჟამად ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორია.



მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები