| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - „ბაკურიანში შესანიშნავი პირობებია შექმნილი სამთო სათხილამურო, ფრისტაილისა და სნოუბორდის შეჯიბრებებისთვის.სპორტსმენთა სოფელი და EOC-ის მაღალი რანგის სტუმრების სასტუმრო უკვე მზადყოფნაშია და საუკეთესო ხარისხის მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს“ - აღნიშნულია ევროპის ოლიმპიური კომიტეტის სპორტის დირექტორის, პიტერ ბრულის ანგარიშში, რომელიც ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) აღმასკომის წევრებსა და ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის (EYOF) კომისიის წევრებს დაეგზავნა.
დოკუმენტს
ხელს აწერენ ევროპის ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი რაფაელე პანიოჩი და
EYOF-ის კომისიის თავმჯდომარე ხოსე მანუელ არუჯო.
როგორც ცნობილია, ევროპის ოლიმპიურმა კომიტეტმა საქართველო 2025 წლის ზამთრის სპორტულ სახეობებში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლად დააერეგისტრირა. 5-6 თებერვალს ფესტივალის შემფასებელი კომისია გვსტუმრობდა.
„საქართველოს მიერ ზამთრის სპორტში შეტანილი ინვესტიციები თვალსაჩინოა მიმდინარე წელს ლოზანაში მსოფლიო ახალგაზრდობის თამაშებზე და 2020 წ. ISU-ის ევროპის ფიგურული ციგურაობის ჩემპიონატზე მოპოვებული მედლებით", - ანგარიშში, ბრული ასევე აღნიშნავს ბიათლონის ცენტრის პროექტზე ბაკურიანში. ყინულის არენა თბილისშიც (ყინულის ჰოკეისთვის), რომ ეწყობა და იმედოვნებს, რომ 2020/2021 ახალი გზატკეცილები აშენედება, რომლებიც ბორჯომსა და ბაკურიანს დააკავშირებს თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებთან.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss