| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - საპარლამენტო კომიტეტმა საქართველოს ბიზნესის ასოციაციის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო წინადადებას, რომელიც „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანას ითვალისწინებდა, მხარი არ დაუჭირა.
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ე.წ. გასახურებელ თამბაქოზე გამონაკლისს ითხოვდა. ასოციაცია მიუთითებდა, რომ მსგავსი ტიპის საქონელი არ უნდა ერეგულირდებოდეს ტრადიციული თამბაქოს ნაწარმის ანალოგიუერად და ბიზნესს შესაძლებლობა უნდა მიეცეს პროდუქცია მაღაზიების დახლებზე ხილულად გამოჩნდეს.
“ მსოფლიოს მასშტაბით ხუთ ათეულამდე ქვეყანაში თამბაქოს ახალი
ნაწარმისთვის და გასახურებელი თამბაქოსთვის გათვალისწინებულია გამონაკლისები. ასე
მაგალითად შვეიცარიაში, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში დაშვებულია შესაბამისი
პროდუქტის მომხმარებელთან უშუალო კომუნიკაცია. ზოგიერთ ქვეყანაში კი დაშვებულია
გარე რეკლამაც კი. მოგმართავთ თხოვნით განიხილოთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული
ცვლილებები, ასევე მზად ვართ დაინტერესებულ მხარეებთან ერთად განვიხილოთ აღნიშნული
საკითხი“, - ნათქვამი იყო ასოციაციის წერილში. ამასთან, ბიზნესი ითხოვს, რომ
მაღაზიის ვიტრინაზე, დახლზე და თაროზე შესაბამისი ობიექტი ისე განთავსდეს, რომ ის
ხილული იყოს. მსგავსი გამონაკლისის დაშვებას ითხოვს ბიზნესი ე.წ. გასახურებელი
თამბაქოს აქსესუარებზეც.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss