| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - საარსებო
შემწეობის მიმღებ ოჯახებს გადამოწმების პერიოდში
საარსებო შემწეობა
არ შეუჩერდებათ. პარლამენტის ჯანდაცვისა
და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივა მთავრობამ უკვე მოიწონა და გადაწყვეტილება
ძალაში აპრილიდან შევა.
კომიტეტის გათვლით, ამისათვის დამატებით
5.4 მლნ ლარი იქნება საჭირო.
„ჯანდაცვისა
და სოციალურ საკითხთა კომიტეტი გამოდის ინიციატივით , რომ საარსებო შემწეობის მიმღებ
ოჯახებს, მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმების პერიოდში არ შეუჩერდეთ
საარსებო შემწეობის გაცემა. შემდეგ კი გადამოწმების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო
ქულიდან გამომდინარე გაგრძელდეს ან შეწყდეს მათი პროგრამაში მონაწილეობა. ამისათვის
საჭიროა დამატებით 5.4 მლნ. ლარი. ამ გადაწყვეტილებით, ოჯახებს გადამოწმების პერიოდშიც,
ახალი სარეიტინგო ქულის მინიჭებამდე უწყვეტად მიეცემათ საარსებო შემწეობა“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ
დიმიტრი ხუნდაძემ.
აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში სოციალური დაუცველი ოჯახებისათვის მოქმედებს დახმარების პროგრამა,
რომელითაც 430 ათასი მოქალაქე, მათ შორის ბავშვები სარგებლობენ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss