ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
აგროსექტორი სებ-ის პრეზიდენტს შესჩივის
13 თებერვალი, 2020, 18:37
აგროსექტორი სებ-ის პრეზიდენტს შესჩივის

თბილისი (GBC) - კობა გვენეტაძემ აგროსექტორის წარმომადგინლებს ეროვნულ ბანკში უმასპინძლა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტს სოფლის მეურნეობის სფეროში ფინანსური რესურსების წვდომასთან დაკავშირებული პრობლემები გააცნეს. საკუთარი ხედვები მათ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმაც გაუზიარა და გააცნო ის ნაბიჯები, რასაც საფინანსო სექტორი აგრარული დარგის განვითარების ხელშეწყობისთვის დგამს. 

"მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობა მნიშვნელოვანია ეკონომიკის განვითარებისთვის. ამ მხრივ აგრარულ სექტორს განსაკუთრებული როლი ეკისრება, ვინაიდან დარგის განვითარება, კონკრეტულად კი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, ხელს უწყობს მოსახლეობის ეკონომიკური აქტივობის ზრდას და, საბოლოოდ, ქვეყნის ეკონომიკის კეთილდღეობას. მოვუსმინეთ სექტორის წარმომადგენლებს იმ მიზნით, რომ უკეთ გაგვეგო, თუ რა აწუხებთ მათ, გავცვალეთ ინფორმაცია და დავპირდით, რომ ამ თემებს უფრო დეტალურად ფინანსურ სექტორთან ერთად გავივლით",  -  განაცხადა კობა გვენეტაძემ.

 


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები