| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC)- არასამთვრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციით მაღალი რანგის სათათბირო ორგანო შეიქმნა და მინისტრის მოადგილეებით დაკომპლექტდა. საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობას მიიღებენ საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციები და დაინტერსებული მუნიციპალური ორგანოები.
ღია მმართველობის პროცესს 2013-2019 წლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უძღვებოდა. მას შემდეგ მთავრობის ადმინისტრაცია.
ღია მმართველობის ახალი საკოორდინაციო მოდელზე ადმინისტრაციამ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (Open Government Partnership – OGP) საერთაშორისო სამდივნოსთან ითანამშრომლა.
ახლადშექმნილი საბჭოს დებულებით:
-
ნათლად ყალიბდება ღია მმართველობის საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების წესი,
რომლის თანახმად, თანაბარი უფლებები ენიჭება სახელმწიფო და არასამთავრობო
სექტორს;
- საბჭოს ხელმძღვანელობის უფლებამოსილება 2 თანამომხსენებელს შორის ნაწილდება, რომელთაგან ერთი -საჯარო, მეორე - არასამთავრობო;
„ღია მმართველობის პარტნიორობა“ (OGP) აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ინიციატივით 2011 წელს დაფუძნდა, მთავრობათა გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ეფექტიანობის გაზრდისთვის.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss