| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC)- კონკურენციის
შესახებ კანონში ცვლილებებით, სააგენტოს მანდატი იზრდება. მათ შორის საგამოძიებო ფუნქციის შესრულებაზე. სააგენტო
უფლებამოსილი იქნება კომპანიები ადგილზე, წინასწარი გაფრთხილების გარეშე
შეამოწმოს.
„კონკურენციის სააგენტო თუ შეზღუდულია ადგილზე შემოწმების პროცედურებში, ახალი
კანონმდებლობით კომპანიაში შესვლის უფლება ეძლევა, შეუტყობინებლად და თუ მოკვლევიდან გამომდინარე, საჭიროა ადგილზე
ინფორმაციის მიღება, შეუძლია პროცესი შეტყობინების გარეშე განახორციელოს. არის
რიგი საკითხები და დარღვევები, რომელიც ითხოვს დაუყონებლივ მოქმედებას.“,
- განაცხატა სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძე.
კიდევ ერთი ცვლილებაა კომპანიების კონცენტრაციაზე, კერძოდ,
ბიზნესს ვალდებულება უჩნდება რომ კონცენტრაციის სურვილის შემთხვევაში სააგენტოს
ინფორმაცია წინასწარ მიაწოდოს, და საკითხის შესასწავლად კონკრეტული საფასურიც
გადაიხადოს.
ახალი კანონმდებლობით იზრდება კონკურენციის სააგენტოს მანდატი ინფორმაციის მოთხოვნაზეც, რაც ჯერ ნებაყოფლობით ხასიათს ატარებს და შემდეგ ბიზნესს ვალდებულება გაუჩნდება რომ გაწერილ ვადებში მიაწოდოს სააგენტოს მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss