| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |
თბილისი (GBC) - პიტერ
უიბლერი, USAID/Georgia - ის მისიის დირექტორი და ირაკლი ნადარეიშვილი (ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე) ფინანსებზე
და კაპიტალზე ხელმისაწვდომობის ფორუმს დაესწრებიან. ფინანსებზე ხელმისაწვდომობის
ფორუმზე, რომელსაც USAID-ის ეკონომიკური უსაფრთოების პროგრამა კერძო, საჯარო და
არასამთავრობო ორგანიზაციების დაინტერესებული პირებისთვის გამართავს, განხილული
იქნება კაპიტალსა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის საკითხები USAID-ის ეკონომიკური
უსაფრთოების პროგრამის პრიორიტეტულ სექტორებში (მსუბუქი წარმოება, ტურიზმი,
ინტელექტუალური სერვისები, შემოქმედებითი ინდუსტრიები) და მათი ზეგავლენა სამუშაო
ადგილების შექმნაზე და ინვესტიციების და შემოსავლების ზრდაზე. აგრეთვე,
გამოვლენილი იქნება ის ძირითადი პოტენციური ინტერვენციები, რომლებიც აუცილებელია ფინანსებზე და კაპიტალზე
ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული ხარვეზების დასაძლევად კონკრეტული პრობლემების
იდენტიფიცირების და გადაჭრის გზით.
ფორუმის
ფარგლებში, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა წარმოადგენს ფინანსებზე
ხელმისაწვდომობის არსებულ/მიმდინარე პროგრამებს და მექანიზმებს, ისაუბრებს ძირითად
ხარვეზებზე და ასევე, შეეხება საერთაშორისო საუკეთესო გამოცდილების ასპექტებს ამ
მიმართულებით. ღონისძიებაზე მოწვეულ მიკრო,
საშუალო და მცირე საწარმოების წარმომადგენლებს
საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ სექტორულ დისკუსიებში (მსუბუქი წარმოება,
ტურიზმი, ინტელექტუალური სერვისები, შემოქმედებითი ინდუსტრიები) ბანკების,
სალიზინგო კომპანიების, დაკავშირებული სახელმწიფო უწყებების და სხვა საფინანსო
ინსტიტუტების წარმომადგენლებთან ერთად.
ფინანსებსა
და კაპიტალზე ხელმისაწვდომობის ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ საჯარო და კერძო
სექტორის, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss