ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ლიბერთის ოჯახს ვუსურვებ წარმატებას - ხოდელი
10 თებერვალი, 2020, 13:15
ლიბერთის ოჯახს ვუსურვებ წარმატებას - ხოდელი

თბილისი (GBC) - გიორგი მაკარიძე - საქართველოს ბანკის მენეჯერი ლიბერთის გუნდში გაწევრიანდა 


‘მინდა მივესალმო გიორგის ბანკის მენეჯმენტის გუნდთან შემოერთებას. დარწმუნებული ვარ, რომ მისი მრავალწლიანი გამოცდილება საბანკო სფეროში, როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი მზარდი ბანკის განვითარებაში. ეს შემატება თანხვედრაშია ბანკის მიერ გაცხადებული ბიზნესის დივერსიფიკაციის სტრატეგიასთან.  ლიბერთის ოჯახის ახალ წევრს ვუსურვებ წარმატებას ამ მნიშვნელოვან და გამოწვევებით სავსე პოზიციაზე.’ - ლიბერთის გენერალური დირექტორი  ვასილ ხოდელი საცალო მომსახურების ახალი  დირეტორი გიორგი მაკარიძე წარადგინა, საფინანსო სექტორში  სექტორში მუშაობის 15 წლიანი გამოცდილებით, საქართველოში, ისრაელსა და არაბეთი გაერთიანებულ საამიროებში. ასევე უზბეკეთში. 


ის უძღვებოდა  საქართველოს ბანკის დაგროვილი ქონების მართვის საერთაშორისო ბიზნესს ახლო აღმოსავლეთში, ასევე წარმატებით წამოიწყო და მართა Mogo Finance-ის ბიზნესები საქართველოსა და უზბეკეთში. გიორგი ფლობს MBA- ხარისხს IE Business School-იდან  (მადრიდი, ესპანეთი).

‘მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა განვავითარო ლიბერთი ბანკის საცალო საბანკო მომსახურება და ვუზრუნველვყო, რომ ლიბერთი გახდეს ბანკებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანი  მომხმარებლის ფართო სპექტრისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩემთვის დიდი პატივია, ვუხელმძღვანელო ასეთ გამოცდილ და მიზანდასახულ გუნდს და ვიყო ლიბერთის ნაწილი მისი ფუნდამენტური ტრანსფორმაციის პროცესში.’ – განაცხადა ახლადდანიშნულმა ლიბერთის საცალო საბანკო მომსახურების დირექტორმა, გიორგი მაკარიძემ.

 

‘მინდა მივესალმო გიორგის ბანკის მენეჯმენტის გუნდთან შემოერთებას. დარწმუნებული ვარ, რომ მისი მრავალწლიანი გამოცდილება საბანკო სფეროში, როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი მზარდი ბანკის განვითარებაში. ეს შემატება თანხვედრაშია ბანკის მიერ გაცხადებული ბიზნესის დივერსიფიკაციის სტრატეგიასთან.  ლიბერთის ოჯახის ახალ წევრს ვუსურვებ წარმატებას ამ მნიშვნელოვან და გამოწვევებით სავსე პოზიციაზე.’ - განაცხადა ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა.

 

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები