ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
< 200 კგ პირუტყვს ექსპორტზე ვერ გაიყვანენ, მსუბუქ მამრს კი
7 თებერვალი, 2020, 14:30
< 200 კგ  პირუტყვს  ექსპორტზე ვერ გაიყვანენ, მსუბუქ მამრს კი

თბილისი(GBC) - მესაქონლეობის განვითარების და სანაშენე ჯიშების სულადობის გაზრდის  მიზნით,  მთავრობის გადაწყვეტილებით, ცვლილება  შევიდა №430 დადგენილებაში „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ .

 140 კგ-დან 200 კგ-მდე გაიზარდა საექსპორტო მსხვილფეხა პირუტყვის მასა. შეზღუდვა არ ვრცელდება მამრის გაყვანაზე,  თუმცა ამ შემთხვევაში,   ექსპორტიორი ვალდებულია  წარადგინოს   საქონლის  ჯიშის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელსაც  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს  სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი გასცემს.

წარმოდგენილი ცვლილებები ხელს შეუწყობს   მსხვილფეხა საქონლის სულადობის გაზრდას და  სანაშენე საქმიანობის ხელშეწყობას, რაც  დამატებითი ღირებულების ადგილზე შექმნას და   მეცხოველეობისა და გადამამუშავებელ სექტორში სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს.

მესაქონლეობის დარგის განვითარების  წახალისება სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რაშიც აქტიურად არიან ჩართულნი საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციები.

აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს (USDA) დაფინანსებით,  ხორციელდება პროექტი „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონელობაში (SQIL)“, რომელსაც ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია Land O’Lakes Venture37-ი საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან და მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით. ხუთწლიანი პროექტის მიზანია  მესაქონლეობის, კერძოდ კი მსხვილფეხა საქონლის რძისა და ხორცის სექტორის განვითარების ხელშეწყობა.

ასევე, დარგის განვითარების მნიშვნელოვანი საერთაშორისო მხარდაჭერაა „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის პროგრამა“, რომელსაც სოფლის მეურნეობის განვითრების საერთაშორისო ფონდი (IFAD) ახორციელებს. პროექტი ემსახურება მერძევეობის სექტორის მოდერნიზებას, რძის ღირებულებათა ჯაჭვის თითოეული რგოლის განვითარების ხელშეწყობას.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები