| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - ჯერ კიდევ 2014 წლიდან ოც ყველაზე გავრცელებულ მობილური საფრთხის სიაში მყოფმა და ფულის მოპარვის დანიშნულების მქონე მობილურმა ტროიანელმა Faketoken- მა აითვისა ახალი როლი, რაც გამოიხატება შეურაცხმყოფელი SMS შეტყობინებების გაგზავნაში. ამის შესახებ იუწყება „კასპერსკის ლაბორატორია“.
Tავდაპირველად, ამ მავნე პროგრამამ თანაბრად იმუშავა დესკტოპის ბანკერებთან: „უფროსი ამხანაგი“ ტეხდა მსხვერპლის
აკაუნტს და გამოჰქონდა ფული, ხოლო Faketoken-ი
ხელში იგდებდა SMS -ს ერთერთჯერადი პაროლებით ამ ტრანზაქციების დასადასტურებლად.
2016 წლისთვის მან დამოუკიდებლად დაიწყო ფულის
მოპარვა: ისწავლა ყალბი ფანჯრებით სხვა პროგრამების დაფარვა, რის შემდეგაც აიძულებდა მომხმარებლებს შეეყვანათ იქ ლოგინები,
პაროლები და საბანკო ბარათების მონაცემები. გარდა ამისა, ის დაეუფლა გამომძალველურ პროგრამასაც. მან დაიწყო ინფიცირებული მოწყობილობის ეკრანის ჩაკეტვა
და ამავე დროს მასზე ფაილების გაშიფვრა.
2017 წლისთვის, Faketoken- მა საბანკო ბარათების მონაცემების ხელში ჩაგდების მიზნით აითვისა აპლიკაციების მთელი ჯგუფი, რომლითაც თავს მოაჩვენებდა მობილური ბანკინგის პროგრამად, GooglePay-ის მსგავს ელექტრონულ საფულედ, თუნდაც ტაქსის შეკვეთით მომსახურეობად ან ჯარიმების გადასახდელ აპლიკაციადაც კი. ახლახან ბოტნეტკომპანიების აქტივობის მონიტორინგის სისტემამ — Botnet Attack Tracking — აღმოაჩინა ხუთი ათასი სმარტფონი, სადაც Faketoken-ი აგზავნის შეურაცხმყოფელ SMS-ებს.Faketoken-ი აგზავნის ყველა შეტყობინებას ინფიცირებული მოწყობილობების მფლობელების ხარჯზე. სანამ რამეს გააგზავნის ბოროტმზრახველი ამოწმებს არის თუ არა საკმარისი თანხა მსხვერპლის საბანკო ბარათზე. მას შემდეგ რაც დარწმუნდება, რომ ბალანსი დადებითია, ის ამ ბარათიდან ახდენს მობილური ანგარიშის შევსებას და მხოლოდ ამის შემდეგ გადადის გაგზავნაზე. თუ ვივარაუდებთ, რომ თითოეული მსხვერპლისგან ის ერთი SMS -ით არ შემოიფარგლება, ამ პირობებში შესაძლებელია მომხმარებელმა საკმაო თანხა დაკარგოს.ასეთი აქციები შეიძლება გახდეს მასიური. იმისათვის, რომ უნებლიედ არ გახდეთ ერთ-ერთი ასეთი აქციის თანამონაწილე უნდა დააყენოთ პროგრამები მხოლოდ ოფიციალური მაღაზიებიდან. უმჯობესია, ზოგადად უარი თქვათ სმარტფონის პარამეტრებში მესამე მხარის წყაროებიდან პროგრამების ჩატვირთვაზე. ასევე, არ დააჭიროთ შეტყობინებებს ბმულებზე, თუ არ ხართ დარწმუნებული მათ უსაფრთხოებაში. თუ მეგობარი მოულოდნელად გიგზავნით ფოტოს არა სოციალურ ქსელებში და მყისიერ მესინჯერებში, არამედ როგორც SMS– ს ბმული, ამან, როგორც მინიმუმი, თქვენ უნდა გაგაფრთხილოთ. რაც მთავარია, სმარტფონზე უნდა დააყენოთ საიმედო დამცველი გადაწყვეტილება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss