| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - ახალი კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, გადახდისუუნარობის პროცესი მეტად გამჭვირვალე გახდება, - იურისტი ლაშა ნოდია იმედოვნებს, რომ პარლამენტში კანონპროექტის განხილვა სწრაფი ტემპით მოხდება.
იურიდიული კომპანიის „ნოდია,
ურუმაშვილი და პარტნიორები“ მმართველი პარტნიორი კანონპროექტზე მომუშავე სამუშაო
ჯგუფის წევრი იყო. სამუშაო პროცესი 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ლაშა ნოდია ამბობს, რომ სახელმწიფო მნიშვნელოვან დათმობებზე წამოვიდა და
იქმნება საკანონმდებლო ბაზა, რომელიც წაახალისებს გადახდისუუნარო კომპანიების რეაბილიტაციას.
შეგახსენებთ, იუსტიციის სამინისტრომ უკვე წარადგინა ახალი კანონპროექტი
„რეაბილიტაციისა
და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ", რომელიც არაერთ სიახლეს ითვალისწინებს, მათ შორის, სასამართლოს მიღმა
პროცედურებს, შემოდის რეგულირებული შეთანხმების ინსტიტუტი, არის 2 ნოვაციაა - აღსრულების
ეროვნული ბიურო აღარ იქნება გადახდისუუნარობის ზედამხედველი, მას ჩაანაცვლებენ პროფესიონალი გადახდისუუნარობის პრაქტიკოსები
და მეორე, შემოსავლების სამსახური გახდება
არა უპირატესი, არამედ ერთი რიგითი კრედიტორი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss