ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
თურნავა: ოლიმპიური ფესტივალი საქართველოს შანსია
5 თებერვალი, 2020, 18:41
თურნავა: ოლიმპიური ფესტივალი საქართველოს  შანსია

თბილისი (GBC) - ნათია თურნავა მიიჩნევს, რომ 2025 წლის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობა კარგი შანსია, რომ გავაცნოთ მსოფლიოს საქართველოს კურორტები და მთლიანად ქვეყანა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ევროპის ოლიმპიური კომიტეტის დელეგაციას შეხვდა.

როგორც ცნობილია, მთავრობამ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარდგინებით გადაწყვიტა უმასპინძლოს „ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს“ ზამთრის სპორტულ სახეობებში, რომელიც 2025 წელს ბაკურიანში იგეგმება.

ევროპის ოლიმპიურ კომიტეტში განაცხადი გასულ წელს გაიგზავნა, შედეგად ოლიმპიურმა კომიტეტმა საქართველო დაარეგისტრირა როგორც კანდიდატი ქვეყანა.

ნათია თურნავას განცხადებით, 2025 წლის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობა ძალიან კარგი შანსია, რომ კიდევ ერთხელ გავაცნოთ მსოფლიოს საქართველოს კურორტები და მთლიანად ქვეყანა.

„ეს არის ჩვენთვის კარგი შანსი, რომ კიდევ ერთხელ გავაცნოთ მსოფლიოს ჩვენი კურორტები, მთლიანად საქართველო, საქართველოს ტურისტული პოტენციალი და წინ წავწიოთ ქართული სპორტი, განსაკუთრებით ზამთრის სპორტული სახეობები, ასევე ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებს, რომ უფრო მეტი სახელოვანი სპორტსმენი აღიზარდოს საქართველოში“, - აღნიშნა თურნავამ. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები