| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ეროვნული ბანკი 2020 წლის ეკონომიკის
5%-იან ზრდას პროგნოზირებს.
სებ-ის „მონეტარული პოლიტიკის ანგარიშით“ გაზრდილი ინფლაციის პირობებში,
გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის მიუხედავად, ერთობლივ მოთხოვნაზე ზრდის მიმართულებით
მოქმედი ფაქტორები ძლიერია.
„ზრდაში წვლილს შეიტანს შიდა მოთხოვნისა
და ინვესტიციების ზრდა, რაც ფისკალური სტიმულისა და დაკრედიტების ტენდენციებს უკავშირდება. პოზიტიური, თუმცა მოკრძალებული, წვლილი ექნება წმინდა ექსპორტს. მიზნობრივზე
მაღალი ინფლაციისა და ინფლაციური მოლოდინების ზრდის ფონზე, მიმდინარე მაკროეკონომიკური
პროგნოზის მიხედვით, მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებულ ნიშნულზე ნარჩუნდება, ხოლო შემდგომ,
მხოლოდ ინფლაციის მოლოდინების შემცირების პარალელურად, განაკვეთი ნეიტრალურ დონემდე
ეტაპობრივად შემცირდება“, - აღნიშნულია ანგარიშში.
მიმდინარე პროგნოზით, განაკვეთი, ნეიტრალურ
დონემდე - 6.5% 2 წლის შემდეგ შემცირდება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss