ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
საჯარო კითხვის მსოფლიო დღეს ბავშვთა სახლები შეუერთდა
5 თებერვალი, 2020, 17:15
საჯარო კითხვის მსოფლიო დღეს ბავშვთა სახლები შეუერთდა

თბილისი (GBC) - წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით საქართველოში 5 თებერვალს, უკვე მეხუთედ, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნება, ქართველი ავტორების, საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაწილეობით.

ეს დღე  მსოფლიოში პოპულარულია, 100 ქვეყნის 31 მილიონი მოქალაქე მონაწილეობს.


ღონისძიება მთელი საქართველოს მასშტაბით 60-ზე მეტ ლიტერატურულ აქტივობას  გააერთიანებს.  თანამედროვე ქართველი ავტორები ესტუმრებიან სკოლებს, უნივერსტეტებს, ბიბლიოთეკებს, , სადაც ლიტერატურულ ნაწარმოებებს საჯაროდ წაიკითხავენ.


ამ დღის ფარგლებში თითოეულ მოქალაქეს შეუძლია გადაიღოს ფოტო/ვიდეო და შეუერთდეს ღონისძიებას სოციალური ქსელის საშუალებით.


წელს პირველად წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს შემოუერთდებიან თბილისის ბავშვთა სახლები და არასრულწლოვანთა სასჯელაღსრულების დაწესებულება, სადაც დაგეგმილია ცნობილი ქართველი მწერლების სტუმრობები

ღონისძიება ოფიციალურად ვაკის მედიათეკაში გაიხსნა და მიხეილ ჯავახიშვილის დაბადებიდან 140 წლის იუბილეს მიეძღვნა. მწერლის შემოქმედებაზე ისაუბრეს როსტომ ჩხეიძე, ზვიად კვარაცხელია, ნათია ფურცელაძედა გიორგი ლობჟანიძე

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მწერალთა სახლში დასკვნითი ღონისძიებით შეჯამდება, სადაც მკითხველს ლევან ბერძენიშვილთან, ანა კორძაიასამადაშვილითან და დათო გორგილაძესთან შეხვედრის საშუალება მიეცემა. წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის დასკვნით ღონისძიებაზე უკვე მეხუთედ გამოვლინდება და დაჯილდოვდებაწლის წიგნის ქომაგი“.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის პარტნიორია Litworld. ღონისძიების მეგობარი თიბისი.   



მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები